ორნამენტი (ლათ. ornemantum — მორთულობა) — თარგი, რომელიც დამყარებულია მისი შემადგენელი ელემენტების გამეორებასა და მონაცვლეობაზე; განკუთვნილია სხვადასხვა ნივთების (ავეჯი, იარაღი, ქსოვილური ნაკეთობები, წიგნები და ა.შ.), არქიტექტურული ნაგებობების (როგორც გარედან, ასევე ინტერიერში), პლასტიკური ხელოვნების ნიმუშების დეკორირებისთვის. პირველყოფილი ადამიანები ორნამენტებს ადამიანის სხეულის მოსახატადაც იყენებდნენ (შეღებვა, ტატუირება). ორნამენტი, როგორც წესი, ავლენს და აქცენტს უკეთებს არქიტექტონიკას ნივთისა, რომელზეც იგია გამოსახულია.

ორნამენტი შენობაზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება