ავერსი (ფრანგ. avers, ლათ. adversus) — მონეტის ან მედლის წინა მხარე, შუბლი.

ავერსზე გამოსახულია საქართველოს გერბი, რომელსაც კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველო". მონეტის მოჭრის თარიღი 2006 წელი

ავერსის განსაზღვრის წესი

რედაქტირება

ავერსზე, როგორც წესი, თავსდება გამოსახულება საკანონმდებლო ფუნქციით, უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფოს გერბი; სამეცნიერო წრეებში არ არსებობს ერთიანი აზრი მონეტის ავერსის განსაზღვრის შესახებ; მონეტების თანამედროვე კატალოგებში მიღებულია ავერსის განსზღვრა შემდეგი ნიშნებით:

  1. სახელმწიფოს გერბი, ემბლემა; თუ მონეტის ორივე მხარეს გამოსახულია გერბი, ავერსად მიიჩნევა მხარე პრივილეგირებული სახელმწიფოს გერბის გამოსახულებით, მაგ., პორტუგალიის კოლონიების მონეტების ავერსზე – პორტუგალიის, რევერსზე კი კოლონიის გერბი იყო გამოსახული;
  2. სახელმწიფოს მეთაურის ან სამონეტო რეგალიის რომელიმე სხვა მფლობელის პორტრეტი;
  3. ლეგენდა, სადაც მითითებულია ქვეყანა, ტერიტორია;
  4. ლეგენდა, სადაც მოხსენიებულია სამონეტო რეგალიის მფლობელის სახელი.

სხვა შემთხვევებში მეცნიერები სუბიექტურად წყვეტენ ან უარს ამბობენ ავერსის განსაზღვრაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი.