დნიპროპეტროვსკის ოლქი
ოლქი უკრაინაში
(გადამისამართდა გვერდიდან დნეპროპეტროვსკის ოლქი)
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|დნიპროპეტროვსკის ოლქი}} |
დნიპროპეტროვსკის ოლქი (უკრ. Дніпропетровська область) — ოლქი ცენტრალურ უკრაინაში, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო რეგიონი. ოლქის დედაქალაქია დნიპრო. ოლქის მნიშვნელოვანი ქალაქებია: დნიპრო, კრივოი როგი, დნეპროძერჟინსკი და ნიკოპოლი.
- დედაქალაქი - 1 (დნეპრი)
- რაიონები — 22;
- დასახლებები — 1504;
- სოფლები — 1438;
- ქალაქები — 66;
- სასოფლო საბჭო— 288.
დემოგრაფიარედაქტირება
2004 წლის აღწერით ოლქის მოსახლეობა შეადგენს 3,493,062 მოსახლეს, რომელიც მთელი უკრაინის მოსახლეობის 5.3%-ია.
2001 წლის აღწერით, დნიპროპეტროვსკის ოლქში შემდეგი ეთნიკური ჯგუფის ხალხი ცხოვრობს:
- უკრაინელები - 79.3%,
- რუსები - 17.6%,
- ბელარუსები - 0.8%,
- ებრაელები - 0.4%,
- სომხები - 0.3%,
- აზერბაიჯანელები - 0.2%,
- მოლდოველები - 0.12%,
- ბოშები - 0.11%,
- თათრები - 0.11%,
- გერმანელები - 0.11%,
- სხვები - 0.95%;
მშობლიური ენები:
- უკრაინული ენა – 67%,
- რუსული ენა – 32%,
- სხვა ენები – 1 %.