ნიკოპოლი
ნიკოპოლი (უკრ. Нікополь) — ქალაქი დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე დნეპრის ნაპირზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნიკოპოლი უკრ. Нікополь | |||||
ქალაქის ცენტრალური ქუჩა | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
მხარე | დნიპროპეტროვსკის ოლქი | ||||
რაიონი | ნიკოპოლის რაიონი | ||||
კოორდინატები | 47°34′00″ ჩ. გ. 34°24′00″ ა. გ. / 47.56666694° ჩ. გ. 34.40000000° ა. გ. | ||||
მმართველი | Oleksandr Sayuk[1] | ||||
დაარსდა | 1782 | ||||
პირველი ხსენება | 1645 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1782 | ||||
ფართობი | 50 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 70 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 127 336 კაცი (2009) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380 566(2) | ||||
საფოსტო ინდექსი | 53200 | ||||
საავტომობილო კოდი | АЕ, 04 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.nikopol-mrada.dp.gov.ua/ | ||||
გეოგრაფიული მონაცემები
რედაქტირებანიკოპოლი უკრაინის სამხრეთ ნაწილში, დნიპროპეტროვსკის ოლქში მდებარეობს. ქალაქის ტერიტორია 5001 ჰა-ს (50.01 კმ²) შეადგენს, მათ შორის 2030 ჰა საცხოვრებელია, ხოლო 1349 ჰა — სამრეწველო. ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ხაკოვის წყალსაცავი. ნიკოპოლის მოსახლეობა 2009 წლის აღწერით 127 336 კაცია.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქის ეკონომიკა მრავალფეროვანია, — მოქმედებს მეტალურგიისა და რკინის დამამუშავებელი, საინჟინრო, მანქანების შეკეთებისა და მოწყობის, ლითონის, ქაღალდის და საკვები მრეწველობის საწარმოები. სულ ქალაქში 38 სამრეწველო საწარმო ფუნქციონირებს.
თანამედროვე პერიოდი
რედაქტირებაგასული საუკუნის დამლევს, დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში, ნიკოპოლს ყველაზე რთული პერიოდი 1992-1998 წლებში ჰქონდა. უმუშებრობამ განაპირობა ქალაქის მოსახლეობის რიცხვის საგრძნობლად შემცირება, რადგან ამ პერიოდში ქალაქში არ ფუნქციონირებდნენ საწარმოები და ქარხნები. 1992 წლიდან 1998 წლამდე ქალაქი დატოვა 15 000-მა მცხოვრებმა, რაც ნიკოპოლის მოსახლეობის თითქმის 10% შეადგენს. მიუხედავად ამისა, XXI საუკუნის დასაწყისში ეკონომიკური სტაგნაცია თანდათანობით შეწყდა, ქალაქში თანდათან ფუნქციონირება განაახლეს ქაღალდის და საკვები მრეწველობის საწარმოებმა, აღდგა მეტალურგიისა და რკინის დამამუშავებელი ქარხნების მუშაობა. უახლოეს წლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რამდენიმე სოციალურ და კულტურულ დაწესებულებას, ქალაქში აშენდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და სავაჭრო ცენტრები.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოპოლის საინფორმაციო პორტალი დაარქივებული 2011-09-05 საიტზე Wayback Machine.