ფრანსუა მორიაკი
ფრანსუა მორიაკი (ფრან. François Mauriac; დ. 11 ოქტომბერი, 1885 — გ. 1 სექტემბერი, 1970) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი, კრიტიკოსი, პოეტი, ფრანგული აკადემიის წევრი (1933 წლიდან), ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1952). 1958 წელს იგი დააჯილდოეს საპატიო ლეგიონის ორდენით.
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრანსუა მორიაკი, ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი, კათოლიკე მწერალია. იგი დაიბადა 1885 წელს ბორდოში, მდიდარ ბუღჟუაზიულ ოჯახში. დაამთავრა ბორდოს უნივერსიტეტის ჰუმანიტალურ–ფილოლოგიური ფაკულტეტი. ლექსების პირველი კრებული თავის ხარჯზე გამოსცა 1909 წელს. 1913 წელს გამოსცა პირველი რომანი „ბავშვი ბორკილებში“, რომელშიც უკვე რელიგიური პრობლემებია წამოჭრილი. მორიაკმა მიიღო მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში. ომის შემდეგ გამოცემულ ყველა რომანში კათოლიკე მწერლის მსოფლმხეფველობა და მისწრაფება ჩანს; მისთვის მთავარია ადამიანის ვნებებსა და რწმენას შორის კონფლიქტის დაძლევა ღმერთის აღიარებით. მისი რომანებიდან გამოირჩება „კეთროვანის ამბორი“, „ტერეზ დესკეირუ“, „ასპიტთა ბუდე“, „თამის დასასრული“ და სხვა.
მორიაკის მრავალრიცხოვან ესეებს შორის აღსანიშნავია „ჟანრასის ცხოვრება“, „ღმერთი და მამონა“ და სხვა.
მეორე მსოფლიო ომის დროს მორიაკი „წინააღმდეგობის“ მონაწილე იყო და ფორეზის ფსევდონიმით გამოაქვეყნა წიგნი „შავი რვეული“. არაგონთან ერთად იღვწოდა გაზეთ „ლეტრ ფრანსეზის“ არსებობისათვის და ფრანგი მწერლების ნაციონალური კომიტეტის წევრი გახდა.
მორიაკმა პირველი პიესა „ასმოდე“ 1938 წელს გამოსცა. პიესების წერა განაახლა საფრანგეთის განვითარების შემდეგ და გამოაქვეყნა: „ცეცხლი მიწაზე“, „ავი სულის გარდმოვლენა“ და სხვა.
1950 წლიდან დაიწყო მთელი რიგი სტატიების ბეჭდვა ჟურნალებში ლიტერატურის საკითხებზე. დიდი ნაშრომი მიუძღვნა დე გოლს. დაწერა რამდენიმე წიგნი მემუარებისა: „შინაგანი მემუარები“ და „ახალი მემუარები“.
1925 წელს მორიაკს მიენიჭა საფრანგეთის აკადემიის ლიტერატურის პრემია, 1933 წელს აკადემიის წევრად იქნა არჩეული, ხოლო 1952 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.
მორიაკი გარდაიცვალა 1970 წელს, პარიზში.
ჯილდოები და ღირსებები
რედაქტირება- 1926 — Grand Prix du roman de l'Académie française
- 1933 — საფრანგეთის აკადემიის წევრი
- 1952 — ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში
- 1958 — საპატიო ლეგიონის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II;გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 543–544
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Discogs — 2000.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 GeneaStar
- ↑ AlKindi
- ↑ 9.0 9.1 Babelio — 2007.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 11.0 11.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ 12.0 12.1 Munzinger Personen
- ↑ 13.0 13.1 Мориак Франсуа // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ Fichier des personnes décédées
- ↑ 18.0 18.1 Czech National Authority Database
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1952/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ Académie française
- ↑ Les "douze meilleurs romans français du demi-siècle" / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 1950. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694