სერგი ჟღენტი

ქართველი ენათმეცნიერი
(გადამისამართდა გვერდიდან ჟღენტი, სერგი)

სერგი მიხეილის ძე ჟღენტი (დ. 30 მაისი, 1912, ქვენობანი, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 11 ოქტომბერი, 1963, თბილისი) — ქართველი საბჭოთა ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1950).

სერგი ჟღენტი
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1912(1912-05-30)
დაბ. ადგილი ქვენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1963(1963-10-11) (51 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ენათმეცნიერი
ალმა-მატერი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

სერგი ჟღენტი იყო ქართული ენის კათედრის გამგე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში 1937-1941 წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში 1950-1962 წლებში. განაგებდა იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურისა და ფონეტიკის თეორიულ საკითხებს. აღსანიშნავია მისი თანამედროვე ექსპერიმენტული მეთოდებით შესრულებული გამოკვლევები ქართველური ენების ფონეტიკაში. ჟღენტმა შეისწავლა ქართული სალიტერატურო ენის აქცენტუაცია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ლოგოპედიის დამკვიდრებასა და განვითარებაში.

ლიტერატურა რედაქტირება