ალისია მორეუ დე ხუსტო

ალისია მორეუ დე ხუსტო (11 ოქტომბერი, 188512 მაისი, 1986) — არგენტინელი ექიმი, პოლიტიკოსი, პაციფისტი და ადამიანის უფლებების დამცველი.

ალისია მორეუ 1972 წელს.

ალისია დაიბადა ფრანგების ოჯახში, ლონდონში. როდესაც არგენტინაში გადავიდნენ საცხოვრებლად ის კიდევ ბავშვი იყო. იქ ის თავიდან პედაგოგიურ სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო შემდეგ სამედიცინო მიმართულებით. ის იყო ქვეყანაში მეოთხე ქალი რომელმაც ექიმის ხარისხი მიიღო.

მან პოლიტიკური აქტივობა 1906 წელს გამართულ თავისუფალი აზროვნების საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ დაიწყო. მან დაამყარა კავშირები სოციალისტურ პარტიასთან და თანამშრობლობდა საერთაშორისო სოციალისტურ გაზეთთან.

1922 წელს ის დაქორწინდა ხუან ბატისტა ხუსტოზე და შეეძინათ სამი შვილი.

1956 წელს ის გახდა ჟურნალ La Vanguardia-ს დირექტორი. ორი წლის შემდეგ სოციალისტური პარტია გაიყო ორ პარტიად: დემოკრატიულ სოციალისტურ პარტიად და პოპულარულ სოციალისტურ პარტიად რომლის გენერალური სეკრეტარიც იყო ალისია.

ბუენოს-აირესის პუერტო-მადეროს უბნის მთავარ ქუჩს მისი სახელი ჰქვია.

პუბლიკაციები

რედაქტირება
  • Evolución y educación, 1915.
  • La emancipación civil de la mujer, en Humanidad Nueva, 1919.
  • El socialismo y la mujer, de La Vanguardia, 1933.
  • El Socialismo según la definición de Juan B. Justo, 1946.
  • La mujer y la democracia, 1947.
  • ¿Qué es el Socialismo?, 1983.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gladys Lopez: Alicia Moreau de Justo: Pionera Del Feminismo Y La Igualdad, ISBN 987-614-098-1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება