აბი აჰმედ ალი (ამჰ. አብይ አህመድ አሊ; დ. 15 აგვისტო, 1976) — ეთიოპიელი პოლიტიკოსი, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 2 აპრილიდან[1].

აბი აჰმედი
აბი აჰმედი
ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2 აპრილი, 2018
პრეზიდენტი  მულატუ ტეშომე
წინამორბედიჰაილემარიამ დესალენი

ეთიოპიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ოქტომბერი, 2015 – 1 ნოემბერი, 2016
პრემიერ-მინისტრიჰაილემარიამ დესალინი
წინამორბედიდემიტუ ჰამბისა
მემკვიდრეგეტაჰუნ მეკურია

დაბადებული15 აგვისტო, 1976
ბეშაშა, ორომია, ეთიოპია
მოქალაქეობაეთიოპიის დროშა ეთიოპია
პოლიტიკური პარტიაორომოს ხალხთა დემოკრატიული ორგანიზაცია
განათლებაადის-აბების უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკა
რელიგიაორმოცდაათიანელი
ჯილდოებინობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია, 2019

ბიოგრაფია

რედაქტირება

აბი აჰმედი დაიბადა ეთიოპიაში, ქალაქ ბეშაშაში. მიეკუთვნება ორომოს ხალხთა ჯგუფს. მამამისი, აჰმედ ალი, იყო მუსლიმი, ხოლო დედა ტეზეტა ვოლდე ქრისტიანი.[2] 1991 წელს ჯერ კიდევ მოზარდი შეუერთდა მენგისთუ ჰაილე მარიამის წინააღმდეგ მებრძოლთა დაჯგუფებას და გაწევრიანდა ორომოს ხალხთა დემოკრატიულ ორგანიზაციაში, ხოლო აჯანყებულების ლიდერის მელეს ზენავის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მუშაობა გააგრძელა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. 1995 წელს იმყოფებოდა რუანდაში გაეროს მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტში, 1998-2000 წლებში მონაწილეობდა ეთიოპია-ერიტრეის კონფლიქტში.

განათლება მიიღო პროგრამირების სფეროში. 2007 წელს გახდა ეთიოპიის უსაფრთხოების საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთი დამაარსებელი და ამავე ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე (2008 წლიდან ასრულებდა დირექტორის მოვალეობას).

2010 წელს ლეიტენანტ-პოლკოვნიკის წოდებით მიატოვა სამხედრო სამსახური და აირჩიეს პარლამენტის ქვედა პალატის, სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს, დეპუტატად. ამ ხარისხში იგი ცდილობდა დაეძლია რელიგიური კონფლიქტი მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის. 2014 წელს დანიშნეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საინფორმაციო ცენტრის დირექტორად, ხოლო 2015 წელს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრად.

2016 წლიდან ორომიის რეგიონის პრეზიდენტის მოადგილე და ამავე რეგიონის მშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსია.

2018 წელს პრემიერ-მინისტრ ჰაილემარიამ დესალენის გადადგომის შემდეგ პარლამენტმა აბი აჰმედი დაამტკიცა პრემიერ-მინისტრად.

აბი აჰმედ ალი პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც მიეკუთვნება ორომოს ხალხთა ჯგუფს და ასევე პირველი მუსულმანი აღნიშნულ თანამდებობაზე.

2019 წლის 11 ოქტომბერს აბი აჰმედი დააჯილდოეს ნობელის პრემიით მშვიდობის განმტიკიცების დარგში, რადგან მეზობელ ერიტრეასთან სასაზღვრო კონფლიქტთან დაკავშირებული ოცწლიანი დაძაბულობა დაასრულა[3].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

აბი აჰმედი დაოჯახებულია ზინაშ ტაიაჩევზე, რომელიც არის ამჰარას ხალხთა წარმომადგენელი გონდარიდან[4][5], მათ ერთმანეთი გაიცნეს, როდესაც ორივე მსახურობდა ეთიოპიის შეიარაღებულ ძალებში[6]. მათ ჰყავთ სამი ქალიშვილი[6]. აბი აჰმედი ფლობს ორომოს, ამჰარულს, ტიგრინიასა და ინგლისურ ენებს[6].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Dr Abiy Ahmed sworn in as Prime Minister of Ethiopia“ (ინგლისური). Fana Broadcasting. 2018-04-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-13. ციტირების თარიღი: 2018-08-10.
  2. Abiy Ahmed | Encyclopedia Britannica | Britannica
  3. Busby, Mattha (2019-10-11). „Ethiopian prime minister Abiy Ahmed wins 2019 Nobel peace prize – live news“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2019-10-11.
  4. Dawit Endeshaw. (2018-03-31) The rise of Abiy 'Abiyot' Ahmed. Ethiopianreporter. ციტირების თარიღი: 2018-03-31.
  5. Dr. Abiy Ahmed’s diversity portfolio en (2018-04-01). ციტირების თარიღი: 2018-04-06.
  6. 6.0 6.1 6.2 "Dr Abiy Ahmed interview with Amhara TV", ZeHabesha TV, 2017-11-21, https://www.youtube.com/watch?v=XRTTnLIwghQ. წაკითხვის თარიღი: 2018-02-18