პიერ ჟან ჟუვი (დ. 11 ოქტომბერი, 1887, არასი – გ. 8 იანვარი, 1976, პარიზი) — ფრანგი მწერალი, მის პირველ პოეტურ ნაწარმოებებს სიმბოლიზმის გავლენა ეტყობა. შემდეგ უნანიმიზმის თეორიებმა გაიტაცა, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესით დაინტერესდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ლექსები პაციფისტური ხასიათისა იყო. 20-იან წლებში ჟუვის შემოქმედებაში გაძლიერდა რელიგიური, ფროიდისტული ტენდეციები და მისტიკურ-თეოლოგიური მოტივები (რომანების სერია: "პაოლინა 1880" (1925), "უდაბური სამყარო" (1927), "სისხლიანი ამბები" (1932) და სხვა). მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ნაწარმოებებში (ესეების კრებულები "დაცვა და დიდება" (1943), "პარიზის ღვთისმშობელი" (1944) იგი წინააღმდეგობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტად და პუბლიცისტად გვევლინება; ომის შემდეგ გამოაქვეყნა ლექსთა კრებულები: "ჰიმნი" (1947), "დიადემა" (1949), "ენა" (1952), "ლირიკული" (1956) და სხვა.

პიერ ჟან ჟუვი
ფრანგ. Pierre Jean Jouve
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1887(1887-10-11)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი არასი, პა-დე-კალე, საფრანგეთი[7] [2] [6]
გარდაცვალების თარიღი 8 იანვარი, 1976(1976-01-08)[1] [3] [4] [8] [9] [10] [5] [2] [11] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი[2] [11]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
ფსევდონიმი Daniel Rosé[12]
საქმიანობა პოეტი[5] , მწერალი[5] , ესეისტი, მთარგმნელი[13] [5] , რომანისტი, სცენარისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, რედაქტორი[5] და კრიტიკოსი[5]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი[2]
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[2] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[2] , საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[2] და Grand prix national des Lettres
მეუღლე ბლანშ რევერშონი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Léonore databaseministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 NooSFere — 1999.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 The Fine Art Archive — 2003.
  6. 6.0 6.1 birth certificate
  7. Жув Пьер Жан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della SvizzeraBern: 1998.
  10. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. 11.0 11.1 death certificate — გვ. 12.
  12. Czech National Authority Database
  13. Teatro di Torino — 1925.