ირლანდიის ეროვნული განმათავისუფლებელი არმია
ირლანდიის ეროვნული განმათავისუფლებელი არმია (ირლანდ.: Arm Saoirse Náisiúnta na hÉireann, აკრ. INLA), ირლანდიის რესპუბლიკური სოციალისტური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც 1974 წლის 8 დეკემბერს შეიქმნა. მისი მიზანი ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფა და გაერთიანებული ირლანდიის შექმნაა. მისი მთავარი სამიზნე იყო გაერთიანებული სამეფოს უშიშროების ძალები და ლოიალისტი შეიარაღებული ძალები (რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ირლანდიის გაერთიანებას).
იზიარებდა რა მარქსისტულ იდეოლოგიას მის პოლიტიკურ ფრთასთან, ირლანდიის რესპუბლიკურ სოციალისტურ პარტიასთან, დაჯგუფებამ გავლენის პიკს 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. არსებობის ადრეულ წლებში ის ცნობილი იყო სახელითი "სახალო განმათავისუფლებელი არმია".
24-წლიანი კამპანიის შემდეგ იეგა-მ 1998 წლის 22 აგვისტოს ზავი გამოაცხადა. 1999 წლის აგვისტოში მან გამოაცხადა, რომ "არ არის პოლიტიკური და მორალური არგუმენტი კამპანიის განახლების გასამართლებლად". 2009 წლის ოქტომბერში იეგა-მ ფორმალურად დაადასტურა, რომ პოლიტიკურ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მიღწევას ეცდებოდა. იეგა არალეგალური ორგანიზაციაა, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე ირლანდიის რესპუბლიკაში.