მალაქია (კათოლიკოს-პატრიარქი)
მალაქია — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1532-1534 და 1550-იან წლებში. ადრე ქართლის მთავარეპისკოპოსი იყო. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა კახეთის სამეფოში მცხეთის კუთვნილი მამულების შემომტკიცებას. 1532 კახთა მეფეს ლევანს (1520-1574) დააბრუნებინა მისაკუთრებული მამულები და დაამტკიცებინა კახეთის ტერიტორიაზე მცხეთის მამულების ერთიანი ახალი სიგელი. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ევდემონთან ერთად მეთაურობდა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565) მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებას, რომელმაც მიიღო დადგენილებები ტყვეებით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანული წეს-ჩვეულებების აღსადგენად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 384.