აბრაჰამ I, აბრამისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1280-1310 წლებში, ადრე მეფის ჯვრისმტვირთველი, პოლიტიკური მოღვაწე. დემეტრე II თავდადებულისა და დავით VIII-ის თანამედროვე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

აბრაჰამ კათალიკოსის ცხოვრება ვრცლად არის აღწერილი ქართველთ მამათა ცხოვრებაში. როგორც ჩანს სხვადასხვა საეკლესიო წიგნებიდან ის მცირე ხნით იყო კათალიკოსად.

აბრაჰამ I ურდოში თან ახლდა დემეტრე II-ს და ქვეყნისათვის წამებული მეფის ცხედარი მალულად საქართველოში ჩამოასვენა. მანვე აკურთხა მეფედ დავით VIII. აბრაჰამ I ოთხჯერ მონაწილეობდა მეტად რთულ და სახიფათო ელჩობაში. დავალებული ჰქონდა დაეზავებინა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII და ყაზან-ყაენის მიერ საქართველოს ასაოხრებლად წარმოგზავნილი ხუტლუბუღა. მონღოლებმა ელჩობის ზოგი მონაწილე მოკლეს. შეთანხმება ვერ მოხერხდა. აბრაჰამ I-ის შესახებ ცნობები დაცულია მისი თანამედროვე ანონიმი ჟამთააღმწერლის (XIV ს.) თხზულებაში ("ქართლის ცხოვრება", ტ. 2, თბილისი, 1959).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  1. „წიგნი ფლორენციის კრებისა“.
  2. „სახის ჩვენება“, ორ წიგნად.
  3. „ნიკოლოზ, გიხაროდენ“.
  4. „იოანე ოქროპირის სიტყვა“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 33.
  • „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდამ მეთექვსმეტე საუკუნემდე“, თბ., 1855, გვ. 3

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება