მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

ნიკოლოზ IX (ამილახვარი) — აღმოსავლეთ საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი 1678-1688 და 1692-1695 წლებში. იმ პერიოდში ქართლის სამეფოში არსებობდა დაპირისპირება გიორგი IX-სა და ერეკლე I-ს შორის, რომელშიც სასულიერო პირებიც აღმოჩნდნენ ჩართული. გიორგის მხარს უჭერდა კათოლიკოსი ნიკოლოზ IX. ქართლის მეფედ დანიშნულ და თბილისში მოსულ ერეკლეს კათოლიკოსი არ ეახლა. ერეკლემ ნიკოლოზის ნაცვლად თავისი ბიძა იოანე X დანიშნა კათოლიკოსად. მეფემ, როგორც ჩანს, სხვა სასულიერო პირებიც გადააყენა და მათ ნაცვლად თავისი ერთგული პირები დანიშნა. ვახტანგ VI-ს 1705 წლის საეკლესიო კრებაზე თავდაპირველად კვლავ ნიკოლოზ IX-ის არჩევა უნდოდა კათოლიკოსად, მაგრამ კრება არ დაეთანხმა. კათოლიკოსად მეფის ძმა დომენტი IV აირჩიეს.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • მეტრეველი რ., „პატრიარქი ერის სულიერი მამა“, თბ., 2008;
  • ვაჩნაძე მ., გურული ვ., ბახტაძე მ., საქართველოს ისტორია, თბ., 2003.