გლონოქორი (მთავარეპისკოპოსი)
გლონოქორი — ქართლის მთავარეპისკოპოსი, ქართლისა და ჰერეთის ერისთავი V საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში, მეფე მირდატის დროს (დაახ. 437–447). „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, გლონოქორს საეკლესიოს გარდა საერო ძალაუფლებაც ჰქონდა: „ესე მთავარებისკოპოსი ერის-თვადცა იყო ბარაზბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს“.[1]
„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ჭელიშურ რედაქციაში მისი სახელის ვარიანტია „ბოლნოქონ“,[2] ხოლო სინურში (N/Sin48) — „ბოლონქონ“.[3] „ქართლის ცხოვრება“ ასეთი სახელის მქონე მღვდელმთავარს არ ასახელებს და დაახლოებით იგივე პერიოდში იხსენიებს მობიდანს, თუმცა ამ ორი ისტორიული პირის იგივეობის საკითხი გაურკვეველია.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
- საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, ნეკერი, თბ., 2000, გვ. 16;
- ლომინაძე ბ., სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა VIII-XII საუკუნეების საქართველოში, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;
- პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;
- ჯანაშია ს., ადრეული ფეოდალიზმი, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 189.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 49.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 325;
- ↑ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 92;
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 17.
- ↑ Mgaloblishvili, Tamila; Rapp. Jr., Stephen H. (2011) „Manichaeism In Late Antique Georgia?“, In Search of Truth. Augustine, Manichaeism and Other Gnosticism: Studies for Johannes Van Oort at Sixty, Nag Hammadi and Manichaean Studies. Leiden and Boston: Brill, გვ. 263–290. ISBN 9789004189973.
წინამორბედი: იოველ I |
მცხეთის მთავარეპისკოპოსი V საუკუნის 40-იანი წლები |
შემდეგი: მიქაელ I |