ეფრემ I — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1497-1503 წლებში.

ეფრემ კათოლიკოსი 1500-1502 წლებით დათარიღებულ ორ საბუთში მოიხსენიება. ამ საბუთის გამცემი კახეთის მეფე ალექსანდრე I და მისი ვაჟები — გიორგი და დიმიტრი არიან. საგარეჯოს მამულების შემოსავლის ნაწილი საუფლისწულო მფლობელობაში ყოფილა, რაც აღნიშნული საბუთით საკათოლიკოსო საკუთრებაში გადადის. ამასთანავე, კახთა მეფე და უფლისწულები კათოლიკოსს უმტკიცებენ სამცხეთო-საკათოლიკოსო მამულს კახეთში: „რაცა მცხეთის მამული არის საჩუენოშიგა ისიც თქუჱნთჳს მოგჳხსენებია უკლებლად. თუ ვინმე მცხეთის მამულსა ძალი უყოს... თუ თქჱნ არ შეგეძლოს გავლენაჲ, ჩუჱნ გაუვლენთ საჩუჱნოშიგა და საძალოთ არ ვის დავანებოთ“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
  • მეტრეველი, როინ (2010). საქართველოს მეფეები და პატრიარქები. თბილისი: არტანუჯი. ISBN 978-9941-421-21-1.