გაბრიელ I (კათოლიკოსი)
გაბრიელ I — ქართლის კათოლიკოსი VI საუკუნის დასაწყისში. იხსენიება აბრაამ სომეხთა კათოლიკოსის მესამე ეპისტოლეში (VII საუკუნის დასაწყისი) კირონ ქართლის კათოლიკოსისადმი. ამ წყაროს თანახმად, გაბრიელ I ყოფილა დვინის საეკლესიო კრების (506) მონაწილე, ქართული ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწყარო
რედაქტირება- ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 607.
- მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000.
წინამორბედი: სამოელ I |
ქართლის კათოლიკოსი დაახ. 505-507 წწ. |
შემდეგი: თავფაჩაგ I |