ელია (მთავარეპისკოპოსი)
ელია — ქართლის ეკლესიის მეოთხე მამამთავარი. დაახ. IV საუკუნის 90-იანი წლებიდან V საუკუნის დასაწყისამდე. მისი ეპისკოპოსობის დროს მეფობდა ბაკურ თრდატის ძე და აშენდა ბოლნისის სიონი. „ქართლის ცხოვრებით“ ელია დაჯდა ეპისკოპოსად ვარაზ-ბაქარის სიმამრის თრდატის მეფობისას და გარდაიცვალა ფარსმან ვარაზ-ბაქარის ძის დროს. იგივე წყაროს ცნობით, მის დროს აშენდა რუსთავისა და ნეკრესის ეკლესიები.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
წყარო რედაქტირება
- მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979
- მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963
- მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 2007
- ცხოვრება ქართუელთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955
ლიტერატურა რედაქტირება
- მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000. — გვ. 12. 219 გვ.
წინამორბედი: იობი |
მცხეთის (ქართლის) მთავარეპისკოპოსი დაახ. IV ს–ის 90–იანი წლებიდან V ს–ის დასაწყისამდე |
შემდეგი: სვიმონ (სჳმონ) I |