კენძი მიძოგუტი

(გადამისამართდა გვერდიდან მიძოგუტი კენძი)

კენძი მიძოგუტი (იაპონ. 溝口 健二 16 მაისი, 1898, ტოკიო – 24 აგვისტო, 1956, კიოტო?) — იაპონელი კინორეჟისორი. დაამთავრა ტოკიოს სამხატვრო სასწავლებელი. მიძოგუტის სადებიუტო ფილმი იყო „დღე, როდესაც სიყვერული ბრუნდება“ (1922). ომამდელ იაპონურ ფილმებში რეალიზმის მწვერვალად ითვლება ფილმები: „ნანივას ელეგია“ და „გიონელი დები“ (ორივე 1936).

მიძოგუტი კენძი

რეჟისორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა 1953 წლის ფილმმა „ნისლიანი მთვარე წვიმის შემდეგ“. მისი სხვა ფართოდ გახმაურებული ნამუშევრებია „უკანასკნელი ქრიზანთემების ამბავი“ (1939), „ოჰარუს ცხოვრება“ (1952), „სანსოს მმართველი“ (1954) და „ჯვარცმული საყვარლები“ (1954). დღესდღეობით, მიძოგუტი კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ რეჟისორად მიიჩნევა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

მიძოგუტი ტოკიოში, მოკრძალებულ საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. მისი მამა დურგალი იყო. რუსეთ-იაპონიის ომის პერიოდში იგი ფულის შოვნას შოვნას ჯარისკაცებისთან ლაბადებით ვაჭრობით ცდილობდა, თუმცა ოჯახის ინვესტიცია წარუმატებელი გამოდგა, რადგან ომი მალევე დამთავრდა. გაღარიბებული მიძოგუტები იძულებულნი გახდნენ კენძის უფროსი და გაეშვილებინათ და საცხოვრებლად დედაქალაქის სხვა რაიონში გადასულიყვნენ.

მთელი ცხოვრების მანძილზე მიძოგუტი დედისა და დის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო მტკიცე წინააღმდეგობას უწევდა მამამისს. მისი და, სუზუკო გეიშების სახლს მიყიდეს, რამაც მომავალი რეჟისორის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება