მთავარი მენიუს გახსნა

კიტამურა ტოკოკუ

კიტამურა ტოკოკუ

კიტამურა ტოკოკუ (დ. 29 დეკემბერი, 1868, ოდავარა, კანაგავას პრეფექტურა ― გ. 16 მაისი, 1894) — იაპონელი პოეტი და პუბლიცისტი, მგზნებარე ტრიბუნი. ჟურნალ "ბუნგაკუკაის" ("ლიტერატურის სამყარო", 1893-1898) ირგვლივ შემოიკრიბა ახალგაზრდა პოეტები. კიტამურას შემოქმედება გამსჭვალულია აბსოლუტური მონარქიის წინააღმდეგ ბრძოლის პათოსით. "მსოფლიო სევდის" ბაირონისეული მოტივები ჟღერს მის პოემაში "ზღაპრული ქვეყნის სიმღერები" (1891). აქვს პეიზაჟური ლექსებიც ("თოვა", 1892; "ციცინათელა", 1893; "მძინარე პეპელა", 1893). წერდა პუბლიცისტურ სტატიებს.