ძიუნკო ტაბეი
ძიუნკო ტაბეი (იაპონ. 田部井 淳子; დ. 22 სექტემბერი, 1939 — გ. 20 ოქტომბერი, 2016)[1] — იაპონელი ალპინისტი.
ძიუნკო ტაბეი | |
---|---|
ძიუნკო ტაბეი ისმაილ სამანის პიკზე, 1985. | |
დაბადების თარიღი |
22 სექტემბერი, 1939 მიჰარუ, ფუკუსიმას პრეფექტურა, იაპონია |
გარდაცვალების თარიღი |
20 ოქტომბერი, 2016 კავაგოე, იაპონია |
გარდაცვალების მიზეზი | სიმსივნე |
ეროვნება | იაპონელი |
განათლება | სიოვას უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ალპინისტი |
1975 წლის 16 მაისს, იგი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია[2].
ბიოგრაფია
რედაქტირებაძიუნკო ტაბეი სიოვას უნივერსიტეტში სწავლობდა, ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1969 წელს, მან, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სადაც იგი ალპინისტთა კლუბის წევრი იყო, „ქალბატონ ალპინისტთა კლუბი: იაპონია (LCC)“ დააარსა. მან დალაშქრა ფუძიამა და მატერჰორნი შვეიცარიის ალპებში. 1972 წლისთვის, ძიუნკო იაპონელ მთამსვლელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ევერესტის ექსპედიცია
რედაქტირება„იაპონელი ქალების ევერესტის ექსპედიცია (JWEE)“ 15 ალპინისტისგან შედგებოდა[3]. ასობით მსურველთა შორის, 15 ალპინისტი შეირჩა, მათ შორის — ძიუნკო ტაბეი. ექსპედიცია 1969 წელს შეიქმნა და „ქალბატონ ალპინისტთა კლუბი: იაპონია (LCC)“-ის ნაწილი იყო. მას ეიკო ჰისანო ხელმძღვანელობდა. 1970 წლის 19 მაისს, ტაბეის და ჰიროკო ჰირაკავას მიერ ანაპურნა III-ის წარმატებულად დაპყრობის შემდეგ, LCC-მ ევერესტის დაპყრობა გადაწყვიტა[4].
ხანგრძლივი მომზადებისა და წვრთნის შემდეგ, 1975 წლის გაზაფხულზე ექსპედიცია კატმანდუში გაემგზავრა. ექსპედიციის წევრები იგივე მარშრუტით მოძრაობდნენ, რითაც ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი. მაისის დასაწყისში, ისინი ზღვის დონიდან 6 300 მ-ზე დაბანაკდნენ, სადაც მათი ბანაკი ზვავმა დაფარა. ზვავის ჩამოწოლიდან 12 დღის შემდეგ, 1975 წლის 16 მაისს, ძიუნკო ტაბეი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია და დაიპყრო.
ბოლო აქტივობები
რედაქტირება1992 წლის 28 ივნისს, ტაბეიმ დაასრულა ჯაიას დალაშქვრა, რომ გამხდარიყო პირველი ქალი, რომელმაც შვიდი მწვერვალი დაიპყრო[2][5]. მას ჰქონდა მიზანი, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი დაელაშქრა. იგი აგრძელებს მუშაობას ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაზე. ძიუნკო ტაბეი ამჟამად „Himalayan Adventure Trust of Japan“-ის დირექტორია. HATJ არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს გლობალურ დონეზე, მთის გარემოების შესანარჩუნებლად[6].
2012 წელს, ტაბეის სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა, იგი კვლავ განაგრძობდა ალპინისტურ აქტივობებში მონაწილეობას. 2016 წლის 20 ოქტომბერს, ძიუნკო ტაბეი საავადმყოფოში გარდაიცვალა[7].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Seven Summits profile დაარქივებული 2016-07-10 საიტზე Wayback Machine.
- 2013: Portrait Painting of Junko Tabei
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Official website- profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
- ↑ 2.0 2.1 Robert Horn (29 April 1996). „No Mountain Too High For Her : Junko Tabei defied Japanese views of women to become an expert climber“. Sports Illustrated. Retrieved 29 December 2015
- ↑ JWEE 1975+40 official website "Women’s Quest for Everest" დაარქივებული 2016-10-28 საიტზე Wayback Machine.
- ↑ The Himalayan Journal Vol.30 "JAPANESE WOMEN'S ANNAPURNA III EXPEDITION, 1970"
- ↑ (1997) The American Alpine Journal. The Mountaineers Books, გვ. 125. ISBN 0930410556.
- ↑ Otake, Tomoko, "Junko Tabei : The first woman atop the world", Japan Times, 27 May 2012, p. 7
- ↑ http://www.npr.org/sections/thetwo-way/2016/10/22/498971169/japanese-climber-junko-tabei-first-woman-to-conquer-mount-everest-dies-at-77