შვიდი მწვერვალის სახელით მოიხსენიებენ შვიდივე კონტინენტის ყველაზე მაღალ მთებს. ყველა მათგანის დალაშქვრა ნამდვილი მთამსვლელების ერთგვარ გამოწვევად იქცა. პირველი მსგავსი გამოწვევა, 1985 წლის 30 აპრილს რიჩარდ ბასის მიერ შესრულდა. მან დალაშქრა შვიდივე მწვერვალი და დამატებით ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებიც დალაშქრა. რასაც შემდგომ Explorers Grand Slam-ის სახელი ეწოდა, რაც შვიდივე მწვერვალის დალაშქვრას და ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსამდე მისვლას აღნიშნავს.[1]

განმარტება რედაქტირება

შვიდი მწვერვალი აღნიშნავს შვიდივე კონტინენტის თითოეულ უმაღლეს მწვერვალს. სხვადასხვა სიები მცირე სხვაობით გამოირჩევიან, თუმცა ძირითადი შენარჩუნებულია ცვლილებების გარეშე. აღნიშნული სხვაობები დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვიხილავთ კონტინენტებს. მაგალითად: ყველაზე დიდი დავა ჩნდება ევროპის უმაღლეს წერტილზე. ერთი მხარე მიიჩნევს, რომ ეს არის მონბლანი, ხოლო მეორე მხარე იალბუზს თვლის ევროპის უმაღლეს მწვერვალად. ეს წინააღმდეგობა დამოკიდებულია იმ აღქმაზე თუ სად მთავრდება ევროპა. მეორე დაპირისპირება ავსტრალიის კონტინენტს შეეხება. დასაზუსტებელია რა იგულისხმება ავსტრალიაში: მხოლოდ უშუალოდ ავსტრალიის კონტინენტი თუ მთლიანად ოკეანეთი. შესაბამისად, ავსტრალიის უმაღლეს წერტილად ითვლება მთა ჯაია ან კოსციუშკო. აღნიშნული საკითხი ხშირად გამხდარა იმის წინაპირობაც, რომ მსჯელობა დაწყებული შვიდი მწვერვალის - რვა მწვერვალად გადაქცევის შესახებ, სადაც მთა ჯაიასთან და კოსციუშკოსთან ერთად იქნებოდა დანარჩენი ექვსი კონტინენტის უმაღლესი მწვერვალები.

შემოგთავაზებთ შვიდი მწვერვალის ყველა შესაძლო ვარიანტს:

ევერესტი, აკონგაკუა, დენალი, კილიმანჯარო, ვინსონი, იალბუზი, ჯაია ( რეინოლდ მესინერის ვერსია)

ევერესტი, აკონგაკუა, დენალი, კილიმანჯარო, ვინსონი, იალბუზი, კოსციუშკო ( რიჩარდ ბასის ვერსია) [2]

ევერესტი, აკონგაკუა, დენალი, კილიმანჯარო, ვინსონი, მონბლანი, კოსციუშკო (1950-იანი წლების მკვლევრის, ჰაკეტის ვერსია)

ევერესტი, აკონგაკუა, დენალი, კილიმანჯარო, ვინსონი, მონბლანი, ჯაია

ევერესტი, აკონკაგუა, დენალი, კილიმანჯარო, ვინსონი, მონბლანი, მთა ვილჰელმი (ვილჰელმის ვერსია)

რიჩარდ ბასი და მისი მთამსვლელი პარტნიორი ფრანკ უელსი იყვნენ პირველები, რომლებმაც ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი დალაშქრეს. მათი განმარტებით, აღნიშნული მიზანი მიღწეულ იქნა შემდეგი პრინციპით: დაილაშქრა მთა აკონგაკუა, როგორც სამხრეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი, დენალი - ჩრდილოეთ ამერიკა, კილიმანჯარო - აფრიკა, იალბუზი - ევროპა, ვინსონი - ანტარქტიდა, კოსციუშკო - ავსტრალია და ბოლოს ევერესტი, როგორც აზიის უმაღლესი მწვერვალი.

განმარტება ტექტონიკური ფილების მიხედვით რედაქტირება

 
ტექტონიკური ფილაქანები

უდიდესი ტექტონიკური ფილაქანების გამოყენებით, ევროპა და აზია შეიძლება დაჯგუფდეს როგორც ერთი კონტინენტი - ევრაზია. ასევე, თუ გავითვალისწინებთ ძალიან დიდ - წყნარი ოკეანის ფილაქანს, მაშინ მისი უმაღლესი მწვერვალი იქნებოდა ვულკანური წარმოშობის მთა მაუნა კეა.[3] მწვერვალი ჯაია კი სინამდვილეში იმყოფება მაოკის ფილაქანზე, რომელიც როგორც წესი, ჯგუფდება ავსტრალიის ფილაქანთან. შესაბამისად, სწორედ ჯაია შეგვიძლია მივიჩნიოთ ავსტრალიის უმაღლეს მწვერვალად. თუმცა ეს მაინც დავის საგანია და თუ მაოკის ტექტონიკურ ფილაქანს არ მივაკუთნებთ ავსტრალიის ფილების ჯგუფს მაშინ მის უმაღლეს მწვერვალად დარჩება მთა კოსჩიუშკო.

აფრიკის ფილაქანი - კილიმანჯარო

ანტარქტიდის ფილაქანი - ვინსონი

ავსტრალიის ფილაქანი - ჯაია / კოსციუსკო

ევრაზიის ფილაქანი - ევერესტი

ჩრდილოეთ ამერიკის ფილაქანი - დენალი

წყნარი ოკეანის ფილაქანი - მაუნა კეა

სამხრეთ ამერიკის ფილაქანი - აკონკაგუა

ავსტრალია რედაქტირება

 
ვილჰელმის მთა

ავსტრალიის ყველაზე მაღალი მთაა კოსციუშკო, ზღვის დონიდან 2228 მეტრზე. ამასთანავე, ავსტრალიის კონტინენტის ყველაზე მაღალი მთა, რომელიც ავსტრალიასა და პაპუა-ახალი გვინეას მოიცავს, არის ჯაია, რომელიც ზღვის დონიდან 4,884 მეტრზე მდებარეობს.[ა] მთა კოსციუშკოს დალაშქვრა ძალიან მარტივია, საკმარისია მხოლოდ 4 საათი უახლოესი ავტოსადგომიდან, ხოლო ჯაია კლასიფიცირდება როგორც სამთო საექსპედიციო მიმართულება.

ზოგიერთი წყარო ირწმუნება,რომ მთა ვილჰელმი (4509 მ), რომელიც მდებარეობს პაპუა-ახალი გვინეას ბისმარკის ქედზე, ავსტრალიის უმაღლესი მწვერვალია [4]. ამ თეორიის საწყისები იქედან მომდინარეობს, რომ მთა ჯაია სამხრეთ აზიის მთებს მიეკუთვნება. მსგავსი განმარტება ძირითადად პოლიტიკურია და არა გეოგრაფიული.

ევროპა რედაქტირება

 
მწვერვალი მონბლანი

ევროპაში ზოგადად აღიარებული უმაღლესი მწვერვალია იალბუზი (5.642მ ზღვის დონიდან), რომელიც კავკასიაშიმდებარეობს. ის ასევე აღნიშნულია, ბასისა და მესნერის სიებში. აზიისა და ევროპის საზღვარი არ არის ერთნაირად აღიარებული ყველა სახელმწიფოს მიერ და სწორედ ეს იწვევს დავას უმაღლეს მწვერვალთან დაკავშირებით. თუ კუმა–მანიჩის ღრმულს გამოვიყენებთ გეოგრაფიულ საზღვრად, მაშინ იალბუზი სრულად მდებარეობს აზიაში. ხოლო თუ კავკასიონის წყალგამყოფ ქედს განვიხილავთ საზღვრად, მაშინ იალბუზი სრულად ევროპაში მდებარეობს. მონბლანი (ზღვის დონიდან 4,810 მ), რომელიც საფრანგეთის და იტალიის საზღვარზე მდებარეობს გრაის ალპებში, ზოგის აზრით, არის ევროპაში ყველაზე მაღალი მთა.[5]

ამერიკა რედაქტირება

 
ჩიმბორაზო, ყველაზე შორეული მწვერვალი დედამიწის ცენტრიდან და სავარაუდოდ, უდიდესი ჩრდილოეთ ანდების ფილაქანებში [6]

ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს დენალი, ხოლო სამხრეთ ამერიკაში აკონკაგუა.[3]

ჩრდილოეთ ამერიკა - დენალი

სამხრეთ ამერიკა - აკონკაგუა

პანამის ფირფიტა - ჩირიპო (3,819 მ ზღვის დონიდად)

კარიბის ზღვის ფირფიტა - აკატენანგოს ვულკანი (3,976 მ ზღვის დონიდან)

ჩრდილო ანდების ფილაქანი - ჩიმბორასო (6,263 მ ზღვის დონიდან)

ალტიპლანოს ფილაქანი - სავარაუდოდ, ნევადო სახამა (6,542 მ ზღვის დონიდან)

ბასისა და მესნერის სიები რედაქტირება

შვიდი სამტიტი (დალაგებულია ასვლის მიხედვით)
გამოსახულება მწვერვალი ბასის სია მესნერის სია სიმაღლე სიმაღლე კონტინენტი მდებარეობა ქვეყანა პირველი ასვლა
  ევერესტი 8,848 metres (29,029 ft) 8,848 metres (29,029 ft) აზია ჰიმალაია ნეპალი / ჩინეთი 1953 წ
  აკონკაგუა 6,961 metres (22,838 ft) 6,961 metres (22,838 ft) სამხრეთ ამერიკა ანდები არგენტინა 1897 წ
  დენალი 6,194 metres (20,322 ft) 6,144 metres (20,157 ft) ჩრდილოეთ ამერიკა ალასკის ქედი შეერთებული შტატები 1913 წ
  კილიმანჯარო 5,895 metres (19,341 ft) 5,885 metres (19,308 ft) აფრიკა - ტანზანია 1889 წ
  იალბუზი 5,642 metres (18,510 ft) 4,741 metres (15,554 ft) ევროპა კავკასიონის მთები რუსეთი 1874 წ
  ვინსონი 4,892 metres (16,050 ft) 4,892 metres (16,050 ft) ანტარქტიდა სენტინელის ქედი - 1966 წ
  ჯაია 4,884 metres (16,024 ft) 4,884 metres (16,024 ft) ავსტრალია სუდირმანის ქედი ინდონეზია 1962 წ
  კოსციუშკო 2,228 metres (7,310 ft) 2,228 metres (7,310 ft) ავსტრალია დიდი გამყოფი ქედი ავსტრალია უცნობია
უმაღლესი შვიდი მწვერვალის შედარება რიგით მეორე უმაღლეს მწვერვალებთან და ასევე 14 მწვერვალთან, რომელიც 8000 მეტრზე მეტია.

ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი 

სიდიდით მეორე მთები რედაქტირება

სიდიდით მეორე შვიდი მთა პირველად დალაშქრულ იქნა 2013 წლის იანვარში კრისტიან სტანგლის მიერ. ითვლება, რომ ეს არის უფრო რთული სამთო გამოწვევა, ვიდრე სტანდარტული შვიდი უმაღლესი მწვერვალი, იმის მიუხედავად, რომ სიდიდით მეორე მწვერვალები უფრო დაბალია.[7]

შენიშვნები რედაქტირება

  1. A higher elevation of 5,030 м (16,503 ft) still appears on some maps and sites, but is accepted by neither Indonesia nor the mountaineering community, nor is it supported by modern surveys. High resolution IFSAR data supplied by Intermap shows no cell higher than 4,863 м (15,955 ft). See also Australian Universities' Expedition (section 2, page 4).

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Clukey, Abigail (2019-06-05). 'The Summit Is Never The Goal': Why Climbers Pursue The 7 Summits“. NPR. ციტირების თარიღი: 2019-07-22.
  2. Climbing the Seven Summits.
  3. 3.0 3.1 Seven Summits: Defining the Continents.
  4. Statistical Yearbook of Croatia, 2007
  5. The Seven Summits. 8000ers.com.
  6. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  7. Which is harder, the Second Seven Summits or the first one? (8 February 2012).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება