ბერნარდო ბერტოლუჩი

(გადამისამართდა გვერდიდან ბერტოლუჩი, ბერნარდო)

ბერნარდო ბერტოლუჩი (დ. 16 მარტი, 1941, პარმა — გ. 26 ნოემბერი, 2018, რომი) — იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი. აშშ–ს კინოაკადემიის პრემია ოსკარის მფლობელი ფილმისათვის „უკანასკნელი იმპერატორი“.

ბერნარდო ბერტოლუჩი
დაბადების თარიღი 16 მარტი, 1940
პარმა, იტალია
გარდაცვალების თარიღი 26 ნოემბერი, 2018 (78 წლის)[1]
რომი, იტალია[2]
აქტიური 1962-2018[3]
მეუღლე(ები) ადრიანა ასტი (განქ.)
კლერ პეპლოე (1990-)
მშობლები მამა: ატილო ბერტოლუჩი (1911-2000)
დედა: ნინეტა ჯოვანარდი
ოსკარი

საუკეთესო რეჟისორი
1987 — უკანასკნელი იმპერატორი
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

1987 — უკანასკნელი იმპერატორი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო რეჟისურა
1988 — უკანასკნელი იმპერატორი
საუკეთესო სცენარი

1988 — უკანასკნელი იმპერატორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა და ოჯახი

რედაქტირება

ბერნარდო ბერტოლუჩი დაიბადა იტალიის ქალაქ პარმაში, ემილია რომანიის რეგიონში. მამამისი, ატილიო, იყო ხელოვნების ისტორიკოსი, პოეტი და კინო კრიტიკოსი. ამან განაპირობა ის, რომ ბერნარდომ ლიტერატურული შემოქმედება თხუთმეტი წლისამ დაიწყო და მალევე დაიმსახურა რამდენიმე პრესტიჟული იტალიური ლიტერატურული ჯილდო თავისი პირველივე წიგნისთვის. ამას მოჰყვა პროფესიულ დონეზე ურთიერთობა ცნობილ იტალიელ კინორეჟისორებთან: პიერ პაოლო პაზოლინისთან და სერჯო ლეონესთან. ლეონემ სცენარის დაწერაც კი სთხოვა ახალგაზრდა ბერნარდოს, მაგრამ შემდეგ დაიწუნა გარკვეული მიზეზების გამო.

ბერტოლუჩის ჰყავს ერთი ძმა, თეატრის დირექტორი და დრამატურგი ჯუზეპე. ბერტოლუჩის პირველ ცოლი იყო ადრიანა ასტი, რომელიც მონაილეობას იღებდა თავის ადრეულ ფილმში „რევოლუციის წინ“. 1978 წელს კი ცოლად შეირთო კლერ პეპლოუ, ბრიტანელი სცენარისტი.

პირველი ფილმი

რედაქტირება

იმ მიზნით, რომ პოეტი უნდა გამოსულიყო, ბერტოლუჩი სწავლობდა თანამედროვე ლიტერატურის ფაკულტეტზე რომის უნვიერსიტეტში 1958 წლიდან 1961 წლამდე. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პაზოლინისთან მან მიიღო გამცდილება როგორც რეჟისორის ასისტენტმა. მცირე ხნის შემდეგ, 1962 წელს იგი ტოვებს უნივერსიტეტს მისი დამავრების გარეშე და ამავე წელს იღებს თავის პირველ ფილმს „La Commare Secca“. ფილმი მეძავის მკვლელობის შესახებ. ამის შემდეგ მან გადაიღო ფილმი „რევოლუციის წინ“ (1964), რომელიც საკმაოდ კარგად მიიღო კინო კრიტიკამ. იმის გამო, რომ მიეღოთ დაფინანსება და ყოფილიყვნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში, იტალიელ რეჟისორებს უწევდათ თანხმობა განეცხადებინათ უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობაზე. ამ რეჟისორებში არც ბერტოლუჩი იყო გამონაკლისი. ამის შემდგომ მას უწევდა მთავარ როლებზე აეყვანა არაიტალიური წარმოშობის მსახიობები: მარლონ ბრანდო, ჟერარ დეპარდიე, ბერტ ლანკასტერი, დონალდ საზერლენდი და სხვ. იტალიურ კინემატოგრაფია სულ ეფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა საერთაშორისო ინდუსტრიაზე.

პოლიტიკა

რედაქტირება

ბერტოლუჩი კარგად იყენებდა თავის ფილმებს პოლიტიკური აზრის გამოსახატავად: 1970 წელს გადაღებულ ფილმში „კონფორმისტი“ გაკრიტიკებულია ფაშისტური იდეოლოგია; ფილმში „მეოცე საუკუნე“ გაანალიზებულია მემარცხენებისა და მემარჯვენეების ბრძოლა. თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“ კი სრულიად გაჟღენთილია პოლიტიკური იდეოლოგიით.

კინოაკადემიის ჯილდო

რედაქტირება

1987 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ გადაიღო ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“, ბიოგრაფიული ფილმი ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის პუ ის შესახებ. ეს ფილმი ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე დაჯილდოვდა იმ ცხრავე პრიზით რაზედაც წარდგენილი იყო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო კოსტუმების დიზაინი, საუკეთესო მხატვრული გაფორმება, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, საუკეთესო ხმის ეფექტები.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება