ყიზილორდა (ყაზახ. Қызылорда / Qızılorda); ადრე ეწოდებოდა: ყიზილ-ორდა (რუს. Кзыл-Орда, 1925–1991) ასევე აკ-მეჩეტი (რუს. Ак-Мечеть, 1853 და 1922–1925), ასევე პეროვსკი (რუს. Перовск, 1867–1925) და ფორტ პეროვსკი (რუს. Форт Перовский, 1853–1867) — ქალაქი ყაზახეთში ყიზილორდის ოლქის ცენტრი. 2011 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 200,900 ადამიანს. ქალაქს კვეთავს მდინარე სირდარია.

ქალაქი
ყიზილორდა
Қызылорда
Qızılorda

ვაგზალი
გერბი

ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
რეგიონი ყიზილორდის ოლქი
კოორდინატები 44°51′00″ ჩ. გ. 65°31′45″ ა. გ. / 44.85000° ჩ. გ. 65.52917° ა. გ. / 44.85000; 65.52917
მერი ნურლიბეკ ნალიბეავი
დაარსდა 1820
ადრეული სახელები ყიზილ-ორდა (1925–1991);
აკ-მეჩეტი (1853 და 1922–1925);
პეროვსკი (1867–1925);
ფორტ პეროვსკი (1853–1867)
ამჟამინდელი სტატუსი 1867
ფართობი 2,400 კმ²
ცენტრის სიმაღლე 128
მოსახლეობა 200,900 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 84 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+6
სატელეფონო კოდი (+7) 7242
საფოსტო ინდექსი 120001 - 120018
ოფიციალური საიტი kyzylorda-city.kz
ყიზილორდა — ყაზახეთი
ყიზილორდა

ყიზილორდა დაარსდა 1820 წელს, როგორც კოკანდის სახანოს ციხე-სიმაგრე აკ-მეჩეთი, რაც თურქული სიტყვაა და ნიშნავს თეთრ მეჩეთს. ციხე-სიმაგრე რუსებმა 1853 წელს აიღეს და მას სახელი ფორტ პეროვსკით შეუცვალეს. 1867-1922 წლებში ქალაქს ეწოდებოდა - პეროვსკი, ხოლო 1922 - 1925 წლებში მას ისევ აკ-მეჩეთი ეწოდებოდა. 1925 წელს როდესაც ის ცოტა ხნით გახდა ყაზახეთის დედაქალაქი მას უწოდეს ყიზილ-ორდა რაც ყაზახურიდან ითარგმნება როგორც "წითელი ცენტრი".

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Kardeş Şehirler. Bursa Büyükşehir Belediyesi Basın Koordinasyon Merkez. Tüm Hakları Saklıdır. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-23. ციტირების თარიღი: 2013-07-27.