სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი

სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, სსრკ ცაკი (რუს. Центральный исполнительный комитет СССР, ЦИК СССР) — სსრკ 1924 წლის კონსტიტუციის მიხედვით (სსრკ 1936 წლის კონსტიტუციის მიღებამდე), სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო სრულიად საკავშირო საბჭოების ყრილობათა შუა პერიოდში.

სსრკ ცაკი მთელი თავისი საქმიანობისათვის პასუხისმგებელი იყო საბჭოების საკავშირო ყრილობების წინაშე. იგი 2 თანასწორუფლებიანი პალატისაგან შედგებოდა: კავშირის საბჭო, რომელსაც ირჩევდა საბჭოების ყრილობა მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენელთაგან თითოეულის მოსახლეობის პროპორციულად და ეროვნებათა საბჭო, რომელიც იქმნებოდა ყოველი მოკავშრე და ავტონომიური რესსპუბლიკის 5-5 და ავტონომიური ოლქის თითო წარმომადგენელისაგან. სსრკ ცაკი სესიებზე იკრიბებოდა (სესიათა შუა პერიოდში უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება ეკუთვნოდა ცაკის პრეზიდიუმს). იგი ახორციელებდა საკანონმდებლო, განმკარგულებელ, აღმასრულებელ და საკონტროლო ფუნქციებს. სსრკ ცაკის კომპეტენციაში შედიოდა საბჭოების ყრილობების მოწვევა, მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელობა, სსრკ სახკომსაბჭოს შექმნა, კოდექსების, დეკრეტების, დადგენილებების გამოცემა. სსრკ ცაკის აქტები შესასრულებლად სავალდებულო იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება