ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო

ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო (რუს. Владимир Иванович Немирович-Данченко დ. 11 დეკემბერი, 1858, შემოქმედი — გ. 25 აპრილი, 1943) — რუსი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, დრამატურგი. სსრკ სახალხო არტისტი (1936).

ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო
დაბადების სახელი ვლადიმერ ივანეს ძე ნემიროვიჩ-დანჩენკო
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1858
შემოქმედი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 აპრილი, 1943
საქმიანობა თეატრის რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი
აქტიური 1898-1943
ჯილდოები საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1936)

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1858 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. დედა იყო უკრაინულ-სომხური წარმოშობის. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1876-1879 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

70-იანი წლებიდან მოღვაწეობდა თეატრალურ კრიტიკაში. ავტორია მრავალი რომანისა, მოთხრობისა და პიესისა. მისი პიესები იდგმებოდა რუსეთის სხვადასხვა თეატრების სცენებზე. ნემიროვიჩ-დანჩენკო საფუძვლიანად იცნობა მის თანამედროვე რუსულ თეატრალურ ხელოვნებას და აუცილებლად მიაჩნდა მისი გარდაქმნა. მან შესთავაზე კონსტანტინე სტანისლავსკის, რომ ერთად განესაზღვრათ ახალი თეატრის იდეული, ეთიკური და მხატვრული პრინციპები. მათ შეიმუშავეს პროგრამა და 1898 წელს დააფუძნეს „ყველასთვის ხელმისაწვდომი სამხატვრო თეატრი“, რომელსაც მოგვიანებით მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრი ეწოდა. თეატრის რეპერტუარს განსაზღვრავდა ნემიროვიჩ-დანჩენკო. მან თეატრში ანტონ ჩეხოვი და მაქსიმ გორკი მიიყვანა.

1919 წელს თეატრთან მან დააარსა მუსიკალური სტუდია, რომელიც 1926 წლიდან მისი სახელობის მუსიკალურ თეატრად გადაკეთდა.

1983-1990 წლებში ნემიროვიჩ-დანჩენკოს მშობლიურ სოფელში მოქმედებდა მისი სახლ-მუზეუმი. ამჟამად ტერიტორია მონასტერ ეკუთვნის.

დადგმული სპექტაკლები

რედაქტირება

1898-1916 წლები

  • 1898 - „თოლია“ (ჩეხოვი)
  • 1899 - „ძია ვანია“ (ჩეხოვი)
  • 1899 - „მარტოსულნი“ (ჰაუპტმანი)
  • 1900 - „როცა ჩვენ, მკვდრები, ვიღვიძებთ“ (იბსენი)
  • 1901 - „სამი და“ (ჩეხოვი)
  • 1902 - „ფსკერზე“ (გორკი)
  • 1903 - „საზოგადოების ბურჯნი“ (იბსენი)
  • 1903 - „იულიუს კეისარი“ (შექსპირი)
  • 1904 - „ალუბლის ბაღი“ (ჩეხოვი)
  • 1906 - „ბრანდი“ (იბსენი)
  • 1908 - „როსმერსჰოლმი“ (იბსენი)
  • 1910 - „ძმები კარამაზოვები“ (დოსტოევსკი)

1925-43 წლები

  • 1929 - „ბლოკადა“ (ივანოვი)
  • 1930 - „აღდგომა“ (ტოლსტოი)
  • 1936 - „ლიუბოვ იაროვაია“ (ტრენიოვი)
  • 1937 - „ანა კარენინა“ (ტოლსტოი)
  • 1942 - „კრემლის კურანტები“ (პოგოდინი)

ჯილდოები

რედაქტირება

ნემიროვიჩ-დანჩნეკოს მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება (1936 წ.), ლენინის ორდენი, შრომის წითელი ორდენი. არის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1942, 1943).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება