ქართველთა აჯანყება ტექსელზე

ქართველთა აჯანყება ტექსელზე
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი

ერთ-ერთი ქართველი ოფიცრის საფლავი ტექსელზე
თარიღი 4 აპრილი, 194520 მაისი, 1945
მდებარეობა ტექსელი, ნიდერლანდები
შედეგი აჯანყების დამარცხება
მხარეები
822-ე ქართული ბატალიონი ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
მეთაურები
შალვა ლოლაძე ნაცისტური გერმანიის დროშა კლაუს ბრაიტნერი
დანაკარგები
565 ქართველი მოკლული 800 გერმანელი მოკლული
ქართველთა აჯანყება ტექსელზე ვიკისაწყობში

ქართველთა აჯანყება ტექსელზე (ნიდერლ. Opstand der Georgiërs) — ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონის შეიარაღებული აჯანყება ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ტექსელზე (ნიდერლანდები) 1945 წლის 4 აპრილიდან 20 მაისამდე.

ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან. 1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.

ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო მათი თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

ტექსელის აჯანყების ქართველ მონაწილეთაგან დღეისათვის თითქმის აღარავინაა ცოცხალი. აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი — ევგენი არტემიძე ომის დაწყებიდან ზუსტად 69 წლის თავზე, 2010 წლის 22 ივნისს, 90 წლისა გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Dick van Reeuwijk: Sondermeldung Texel: Aufstand d. Georgier, Het Open Boek Den Burg/Texel 1984, ISBN 90-70202-09-3