მთავარი მენიუს გახსნა

ტექსელი (ნიდერლ. Texel) — უდიდესი კუნძული დასავლეთ ფრიზის კუნძულების ჯგუფში. ეკუთვნის ნიდერლანდებს (ჩრდილოეთი ჰოლანდიის პროვინცია). კუნძულზე ვრცელდება ამავე სახელწოდების ადგილობრივი თემი. ფართობი 463.28 კმ². 2007 წლის 1 იანვრის მონაცემების მიხედვით მოსახლეობა უდრის 13 617 ადამიანს. ზედაპირი ტალღოვანი ვაკეა; სიმაღლე 36 მ-მდე. განვითარებულია დიუნები და წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს ჩრდილოეთის ზღვასა და ვადენზეეს შორის. ტერიტორიის დიდი ნაწილი ორნითოლოგიური ნაკრძალია. ეკონომიკის ძირითადი სფეროა სოფლის მეურნეობა. განვითარებულია მეცხვარეობა, მეყვავილეობა, მეთევზეობა. ეკონომიკის 70 % ტურზმზეა დაფუძნებული. არის მეთევზეთა პორტი. გარე სამყაროსთან კავშირი მყარდება აეროპორტის მეშვეობით ან ბორანით. ბორანისთვის განკუთნვილი პორტი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთ სანაპიროსთან არის იახტ-კლუბი. სულ არის 7 დასახლება. პლაჟები.

ტექსელი
Texel.jpg
გეოგრაფია
მდებარეობა ჩრდილოეთის ზღვა
კოორდინატები 53°04′ ჩ. გ. 04°48′ დ. გ. / 53.067° ჩ. გ. 4.800° დ. გ. / 53.067; -4.800
ფართობი 463,28 კმ²
უმაღლესი წერტილი 36 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 13 617 (2007)

1415 წელს ტექსელმა მიიღო საქალაქო უფლებები. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს 1945 წლის 6 აპრილს21 მაისს ტექსელზე მოხდა ქართველი საბჭოთა ტყვეების ბატალიონის აჯანყება გერმანელი ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ. გერმანელბმა კუნძულზე დიდი ძალები გადასხეს, ბატალიონის ხელმძღვანელობამ დახმარებისათვის ინგლისს მიმართა, მაგრამ მან აჯანყებულებს დახმარება არ გაუწია. მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა 522 ქართველი მებრძოლი და მრავალი ადგილობრივი პატრიოტი. ადგილობრივი მოსახლეობის თავგანწირული დახმარებით შესაძლებელი გახდა 228 კაცის გადარჩენა. 21 მაისს ტექსელზე გადავიდა კანადის საექსპედიციო კორპუსის ნაწილი და ბრძოლა შეწყდა.

გალერეარედაქტირება

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურარედაქტირება