ევგენი არტემიძე
ევგენი გაბრიელის ძე არტემიძე (დ. 4 აგვისტო, 1920 — გ. 22 ივნისი, 2010) — მეორე მსოფლიო ომის ქართველი მონაწილე, 1945 წლის ტექსელის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
1940 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1941 წლის აგვისტოში ტყვედ ჩაუვარდა გერმანიის არმიას და მოხვდა რუმინეთის ერთ-ერთ ტყვეთა ბანაკში, საიდანაც აყვანილ იქნა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. 1945 წელს იყო ტექსელზე ქართული ბატალიონის ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1945 წელს რეპატრირებული იქნა საქართველოში. ცხოვრობდა დაბა მანგლისში. გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის გერმანიასთან ომის დაწყებიდან 69 წლის თავზე, 90 წლის ასაკში. გამოქვეყნებული აქვს მოგონებები „მანგლისიდან ინგლისამდე“.
ლიტერატურა
რედაქტირება- არტემიძე, ე., „მანგლისიდან ინგლისამდე (აჯანყება კუნძულ ტექსელზე)“. თბ., 2003