სამება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
სამება — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების თემში (სოფლები: ამაღლება, სამება). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, მის მარჯვნივ, გურიის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 26 კმ. სოფლის უმაღლესი წერტილია მთა სამება (522 მ). სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
სამება | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ამაღლება |
კოორდინატები | 42°02′04″ ჩ. გ. 42°10′22″ ა. გ. / 42.03444° ჩ. გ. 42.17278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 220 მ |
მოსახლეობა | 475[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის სასაფლაოზე იდგა სამების სახელობის ეკლესია, რომელიც წყაროებში 1871 წლიდან იხსენიება.[3] ტაძარი 1920-იან წლებში დაანგრიეს. სასაფლაოზე დაკრძალულია იუნკერი მაკარ ბურჭულაძე. მის საფლავზე აღმართულია მემორიალური დაფა და ობელისკი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მოქმედებდა წვრილი საკედლე ბლოკების საამქრო, სკოლა, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, საავადმყოფო. ძველი ტაძრის ადგილზე აგებულია ახალი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია.[4]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 475 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[5] | 675 | ||
1911[6] | 1144 | ||
2002[7] | 536 | 260 | 276 |
2014 | 475 | 232 | 243 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადა მწერალი და დრამატურგი სულიკო ჟღენტი. წარმოშობით სამებიდანაა საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-24. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
- ↑ Кавказский календарь на 1872 год: 27-й год. გვ. 541
- ↑ ეს სასწაული ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში მოხდა დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. გაზეთი „გურიის მოამბე“
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II