სამება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
სამება — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, მის მარჯვნივ, გურიის სერის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 26 კმ. სოფლის უმაღლესი წერტილია მთა სამება (522 მ). სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
სოფელი | |||
---|---|---|---|
სამება | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | გურიის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ამაღლება | ||
კოორდინატები | 42°02′04″ ჩ. გ. 42°10′22″ ა. გ. / 42.03444° ჩ. გ. 42.17278° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 220 მ | ||
მოსახლეობა | 475[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
ისტორიარედაქტირება
სოფლის სასაფლაოზე იდგა სამების სახელობის ეკლესია, რომელიც წყაროებში 1871 წლიდან იხსენიება.[3] ტაძარი 1920-იან წლებში დაანგრიეს. სასაფლაოზე დაკრძალულია იუნკერი მაკარ ბურჭულაძე. მის საფლავზე აღმართულია მემორიალური დაფა და ობელისკი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მოქმედებდა წვრილი საკედლე ბლოკების საამქრო, სკოლა, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, საავადმყოფო. ძველი ტაძრის ადგილზე აგებულია ახალი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია.[4]
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 475 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[5] | 675 | ||
1911[6] | 1144 | ||
2002[7] | 536 | 260 | 276 |
2014 | 475 | 232 | 243 |
ცნობილი ადამიანებირედაქტირება
სოფელში დაიბადა მწერალი და დრამატურგი სულიკო ჟღენტი. წარმოშობით სამებიდანაა საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.
სქოლიორედაქტირება
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑ Кавказский календарь на 1872 год: 27-й год. გვ. 541
- ↑ ეს სასწაული ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში მოხდა დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. გაზეთი „გურიის მოამბე“
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II