ნუცა ჩხეიძე
ნინო (ნუცა) პლატონის ასული ჩხეიძე (დ. 30 სექტემბერი, 1881, ქუთაისი — გ. 14 აგვისტო, 1963, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი.
ნუცა ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ნინო ჩხეიძე |
დაბადების თარიღი | 30 სექტემბერი, 1881 |
გარდაცვალების თარიღი | 14 აგვისტო, 1963 (81 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასამსახიობო „სკოლა“ გაიარა ხელოვნების ისეთ მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ კოტე მესხი და ლადო ალექსი-მესხიშვილი. 13 წლის გოგონას დებიუტი გაიმართა ქუთაისის თეატრში და მას შემდეგ უნიჭიერესი მსახიობი ლეგენდად იქცა. ნინო ჩხეიძეს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქუთაისისა და რუსთაველის თეატრების შემოქმედებით ცხოვრებაში. ქართულ სცენაზე გამოჩენილმა ხელოვანმა შეასრულა 300-მდე როლი. დაუვიწყარია მისი ზინაბი (ა. სუმბათაშვილი-იუჟინის „ღალატი“), მედიდური და ამავე დროს ღრმად ტრაგიკული მედეა (ბურენინისა და სუვორინის „მედეა“), განწირული, მაგრამ ამაყი მარგარიტა გოტიე (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“), მაღალი სულის ადამიანი ქეთევანი (ა. ყაზბეგის „ქეთევან წამებული“), ვნებას აყოლილი ბრმად მორჩილი ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“) და სხვა.
ნინო ჩხეიძე მონაწილეობდა რამდენიმე ქართულ კინოფილმში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიკო დოლიძის „დარიკოში“, მსახიობის მიერ განსახიერებული ქართველი დედის განუმეორებელი სახე. დაჯილდეოვებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1927: „გოგი რატიანი“ (გოგის დედა) რეჟ. კოტე მარჯანიშვილი
- 1929: „საკანი N 79“ (მარო – პროკურორის დედა) რეჟ. ზაქარია ბერიშვილი
- 1930: „უგუბზიარა“ (ჯოტოს ცოლი) რეჟ. დავით რონდელი
- 1934: „უჟმური“ (მარიამი – ქავთარის დედა) რეჟ. ნუცა (ნინო) ღოღობერიძე
- 1934: „ნახვამდის“ (სპირიდონის დედა) რეჟ. გიორგი მაკაროვი
- 1936: „დარიკო“(ბაბალე) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1937: „არსენა“ (ნენო) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1938: „დიადი განთიადი“ (ღუდუშაურის დედა) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
ნათამაშები როლები
რედაქტირება- ვიქტორ ბურენინისა და ალექსეი სუვორინის „მედეა“ (მედეა)
- ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“ (კრუჩინინა)
- ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (ზეინაბი)
- კარეევის „უბედური ნაბიჯი“ (ვარვარა)
- ჰენრიკ იბსენის„მოჩვენებანი“ (ფრუალვინგი)
- ჰენრიკ იბსენის „ნორა“ (ნორა)
- ალექსანდრ დიუმა (შვილი) „მარგარიტა გოტიე“ (მარგარიტა გოტიე)
- ალექსანდრე ყაზბეგის „ქეთევან წამებული“ ( ქეთევანი)
- უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ (ოფელია)
- დავით ერისთავის „სამშობლო“ (ქეთევანი)
- ვალერიან გუნიას „და-ძმა“ (მარინე)
- მაქსიმ გორკის „ფსკერზე“ (ნატაშა)
- უილიამ შექსპირის „ოტელო“ (დეზდემონა)
- სოფოკლეს „ანტიგონე“ (ანტიგონე)
- სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (იოკასტე)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 174.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 386, თბ., 1994