გიორგი მალენკოვი
გიორგი მაქსიმილიანეს ძე მალენკოვი (რუს. Георгий Максимилианович Маленков; დ. 8 იანვარი 1902 [ძვ. წ. 26 დეკემბერი, 1901], ორენბურგი — გ. 14 იანვარი 1988, მოსკოვი) — საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1953–1955 წლებში.
გიორგი მალენკოვი | |
![]() | |
ამჟამინდელი თანამდებობა | |
---|---|
დაიკავა | |
დაბადებული | 8 იანვარი, 1902 |
გარდაცვლილი | 14 იანვარი, 1988 (86 წლის) მოსკოვი, რუსეთის სფსრ |
ეროვნება | რუსი |
პოლიტიკური პარტია | კომუნისტური პარტია |
რელიგია | ათეისტი |
ჯილდოები | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
ბიოგრაფია
რედაქტირებამალენკოვი დაიბადა 1902 წელს ქალაქ ორენბურგში. 1919 წელს მოხალისედ შევიდა წითელი არმიის რიგებში და მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო ომში. 1919 წლიდან 1921 წლამდე იყო ესკადრონის, პოლკის, ბრიგადის, პოლიტსამმართველოს პოლიტმუშაკი აღმოსავლეთისა და თურქესტანის ფრონტებზე.
1920 წლის აპრილში შევიდა კომუნისტურ პარტიაში. სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში. 1925 წლიდან 1930 წლამდე მუშაობდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში. 1930-დან 1934 წლამდე ხელმძღვანელ სამუშაოზეა პარტიის მოსკოვის საოლქო კომიტეტში. 1934-დან 1939 წლამდე სათავეში ედგა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების განყოფილებას.
1939 წლის მარტში პარტიის XVIII ყრილობაზე მალენკოვი არჩეულ იქნა ცენტრალური კომიტეტის წევრად. 1939-დან 1944 წლამდე იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1944-დან 1946 წლამდე იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
დიდი სამამულო ომის პერიოდში იყო თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი. 1946-დან 1948 წლამდე იყო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1948-დან 1953 წლამდე იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1953-დან 1955 წლის 8 თებერვლამდე სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX ყრილობაზე არჩეულ იქნა ცენტრალური კომიტეტის წევრად, ხოლო ცენტრალური კომიტეტის პირველ პლენუმზე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად. იყო სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქალაქ მოსკოვის ლენინგრადის საარჩევნო ოლქისაგან.
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს 1943 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულებით მალენკოვს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება და გადაეცა ლენინის ორდენი და ოქროს მედალი „ნამგალი და ურო“. 1945 წლის ნოემბერში, სამამულო ომის დროს პარტიისა და მთავრობის დავალებათა წარმატებით შესრულებისათვის მალენკოვი მეორედ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით. 1952 წელს დაბადების 50 წლისთავთან დაკავშირებით მალენკოვი მესამედ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Johanna, Granville, The First Domino: International Decision Making During the Hungarian Crisis of 1956, Texas A & M University Press, 2004. ISBN 1-58544-298-4.
- Sebag Montefiore, Simon, Stalin: The Court of the Red Tsar (2003)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Georgy Malenkov Archive at marxists.org
- "Number 2½" დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine.
- გიორგი მალენკოვის ბიოგრაფია (IV მოწვევა)