სუვოროვის ორდენი
სუვოროვის ორდენი (რუს. Орден Суворова) — სამხედრო ორდენი ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც დაწესდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1942 წლის 29 ივლისის ბრძანებულებით. აჯილდოებდნენ მარშლებს, გენერლებსა და ოფიცრებს სანიმუშოდ ჩატარებული ბრძოლისა და ოპერაციებისათვის, რომელთა შედეგადაც მიღწეულ იქნა გამარჯვება. ორდენი 3 ხარისხისაა. ორდენის ნიშანი ხუთქიმიანი ვარსკვლავია. I ხარისხის სუვოროვის ორდენი მზადდებოდა პლატინისაგან, II — ოქროსაგან, III კი — ვერცხლისაგან. ატარებდნენ მკერდის მარჯვენა მხარეს.
I ხარისხი | II ხარისხი | IIII ხარისხი |
---|---|---|
მუარის ლენტა | ||
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 597.