სვეტლანა ალილუევა

სვეტლანა ალილუევა (რუს. Светла́на Ио́сифовна Аллилу́ева, დაბადების გვარი - სტალინა[1][2], ემიგრაციაში - ლანა პეტერსი (Lana Peters); დ. 28 თებერვალი, 1926, ლენინგრადი, სსრკ — გ. 22 ნოემბერი, 2011, რიჩლენდი, უისკონსინი, აშშ) — იოსებ სტალინის ერთადერთი ქალიშვილი მისი მეორე ცოლის, ნადეჟდა ალილუევასგან. საბჭოთა ფილოლოგი-მთარგმნელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, მემუარისტი. 1967 წელს დარჩა ემიგრაციაში და მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა.

სტალინი სვეტლანასთან ერთად. 1935
სვეტლანა ლავრენტი ბერიასთან ერთად. უკანა ფონზე სტალინი

პირველი მეუღლე იყო საბჭოთა იურისტი გ.ი. მოროზოვი. მეორე - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ი.ა. ჟდანოვი (სსრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ა.ა. ჟდანოვის შვილი).

საქართველოში

რედაქტირება

სვეტლანა და მისი ქალიშვილი ოლგა 1984 წელს მოსკოვიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდნენ. სსრკ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენმდივნის კონსტანტინე ჩერნენკოს დავალებით საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ მათთვის თბილისში ცხოვრების ყველა აუცილებელი პირობა შექმნა: მათ თბილისის ელიტურ რაიონში კეთილმოწყობილი სამოთახიანი ბინა გადაეცათ, მათ განკარგულებაში იყო ასევე ავტომანქანა და ფულადი სახსრები. გარდა ამისა, ოლგას მასწავლებლები რუსულ და ქართულ ენებში უფასოდ ამეცადინებდნენ. იგი დაკავებული იყო საცხენოსნო სპორტით. დედა-შვილი მეზობლებს, ქართული მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებს დაუმეგობრდნენ და ხშირად სტუმრობდნენ გორში იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს.

სვეტლანა ალილუევა და მისი ქალიშვილი თბილისში ორი წელი — 1986 წლის მარტამდე ცხოვრობდნენ, შემდეგ მოსკოვში გადავიდნენ, 1986 წლის ნოემბერში კი აშშ-ში გაემგზავრნენ.[3]

გარდაცვალება

რედაქტირება

გარდაიცვალა აშშ-ში, უისკონსინის შტატში, მოხუცთა თავშესაფარში, 85 წლის ასაკში კიბოთი.

სვეტლანა ალილუევას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამოუცხადა.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Е.В. Душечкина, Светлана. Культурнная история имени, СПб., изд. Европейский университет в Санкт-Петербурге, 2007, ст. 97, ISBN 978-5-94380-059-7
  2. გვარი სტალინა ალილუევათი შეიცვალა 1957 წელს.
  3. 3.0 3.1 ედუარდ შევარდნაძე სტალინის ქალიშვილის სვეტლანა ალილუევას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს // Information Agency 'PirWeli'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-07. ციტირების თარიღი: 2011-11-29.