ვასილ სტალინი (1962 წლის 9 იანვრიდანჯუღაშვილი;[1] დ. 21 მარტი, 1921, მოსკოვი, რსფსრ — გ. 19 მარტი, 1962, ყაზანი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა სამხედრო მფრინავი, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი (1947). მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების სარდალი (1948-1952). იოსებ სტალინის უმცროსი შვილი.

ვასილი იოსების ძე სტალინი (ჯუღაშვილი)
მეტსახელი ვასია წითელი[1]
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1921
დაბადების ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 1962 (40 წლის)
გარდაცვალების ადგილი ყაზანი, რსფსრ, სსრკ
კუთვნილება დროშა: სსრკ სსრკ
ჯარის სახეობა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1938–1953
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
მეთაურობდა 32nd Guards fighter air regiment, Q18543238?, 286th Fighter Aviation Division, 1st Guards Fighter Aviation Corps, 16th Air Army, Soviet Air Forces და Moscow Military District
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი დროშის ორდენი, Order of Suvorov, 2nd class, ალექსანდრე ნეველის ორდენი (საბჭოთა), მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, მედალი „სტალინგრადის დაცვისათვის“, მედალი „ვარშავის გათავისუფლებისათვის“, მედალი „ბერლინის აღებისათვის“, გრიუნვალდის ჯვრის მე-3 ხარისხის ორდენი, Medal "For Oder, Nysa and the Baltic", Jubilee Medal "30 Years of the Soviet Army and Navy", მოსკოვის 800 წლისთავის მედალი და Medal for Warsaw 1939-1945

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა

რედაქტირება

ვასილი სტალინი დაიბადა 1921 წლის 21 მარტს მოსკოვში, რსფსრ-ს სახალხო მუშათა-გლეხური ინსპექციის და რსფსრ-ს ეროვნებათა საქმეების კომისარის, იოსებ სტალინის და მისი მეორე ცოლის, ნადეჟდა ალილუევას ოჯახში.[2].

ვასილის ჰყავდა უმცროსი და სვეტლანა ალილუევა (დ. 1926 წელს) და უფროსი ძმა იაკობ ჯუღაშვილი (დ. 1907 წელს, სტალინის შვილი პირველი ქორწინებიდან). ვასილი იოსებ სტალინის აყვანილ შვილთან, არტემ სერგევთან ერთად იზრდებოდა და იღებდა განათლებას. ვასილი, როგორც პარტიის ელიტის სხვა წევრების შვილები მოსკოვის 25-ე სკოლაში სწავლობდა.

1932 წლის 9 ნოემბერს ვასილის დედამ, ნადეჟდა ალილუევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის დასაფლავებაზე 11 წლის ვასილი მამას შეძლებისდაგვარად აწყნარებდა (მოწმეების მიხედვით სტალინს ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, რის გამოც განუწყვეტლივ ტიროდა, სხვა ინფორმაციით კი, სტალინი ცოლის დასაფლავებაზე საერთოდ არ მისულა).[3]

ცოლის სიკვდილის შემდეგ სტალინმა შეიცვალა თავისი კრემლის ბინა და აღარ გამოჩენილა თავის ზუბალოვის დაჩაზე, სადაც მისი შვილები და ნათესავები კაროლინა ტილის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრებდნენ. ვასილის სტალინის დაცვის უფროსი, ნიკოლაი ვლასიკი ზედამხედველობდა.

სამხედრო სამსახური ომამდე

რედაქტირება

1938 წლის სექტემბერში ჩაირიცხა კაჩინსკის სამხედრო საავიაციო სკოლაში, რომელიც 1940 წლის მარტში დაასრულა. მისი მასწავლებლების სიტყვებით, ვასილი კარგად არ სწავლობდა და არც თეორიული გაკვეთილები უყვარდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაზე ის საკმაოდ კარგი მფრინავი ყოფილა. სამსახურს 57-ე საავიაციო ბრიგადის 16-ე გამანადგურებელ პოლკში გადიოდა. სწავლობდა ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემიაში.

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

1942 წლამდე მსახურობდა წითელი არმიის საჰაერო ძალების მოსკოვის მთავარ შტაბში. ომის პირველივე დღეებიდან მამას ფრონტზე გაშვებას სთხოვდა.

ფრონტზე მოხვდა 1942 წლის ზაფხულს. დაიჭრა ფეხში.

1943 წლის მაისიდან არის 193-ე ავიაციური პოლკის მფრინავი-ინსტრუქტორი. ფრენა მისთვის აკრძალული იყო, რადგან ი. სტალინს ეშინოდა, რომ მას ან მოკლავდნენ, ან კიდევ ტყვედ აიყვანდნენ, როგორც იაკობს (გ. 1943). გერმანელებმა ცაში ვასილიზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს.

1944 წლის 16 იანვრიდან მფრინავი-ინსპექტორი პილოტირების ტექნიკაში პირველ გვარდიულ გამანადგურებელ ავიაციურ კორპუსში (მესამე საჰაერო არმია, პირველი ბალტიისპირული ფრონტი). 1944 წლის 18 მაისიდან მესამე გვარდიული გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის სარდალი (დივიზია გენერალ-ლეიტენანტის ე. ბელეცკის პირველ გვარდიულ კორპუსში შედიოდა).

მისი სარდლობის დროს დივიზია იღებს მონაწილეობას მინსკისთვის, ვილნოსთვის, ლიდასთვის, გროდნოსთვის, პანევეჟისის, შიაულაის და ელგავისთვის ჩატარებულ ბრძოლებში.

1945 წლის 22 თებერვლიდან პირველი ბელორუსული ფრონტის მე-16 საჰაერო არმიის 286-ე გამანადგურებელი დივიზიის სარდალი. დივიზია მისი მეთაურობის დროს იღებს მონაწილეობას ბერლინისთვლის ბრძოლაში. 1945 წლის 11 მაისის დასაჯილდოებელ სიაში, რომელსაც ხელი მე-16 საჰაერო არმიის გენერალ-პოლკოვნიკმა ს. რუდენკომ მოაწერა, ეწერა:

 
„ბერლინის აღების ოპერაციის პედიოდში დივიზიამ ვ. სტალინის მეთაურობით შეასრულა 949 საბრძოლო გაფრენა. მათ დროს ჩამოგდებული იქნა მტრის 17 თვითმფრინავი, ოპერაციის პირველ დღეს კი 11. დანაკარგი — მხოლოდ ერთი ეკიპაჟი.“

ომის დროს არაერთხელ მიიღო ოფიციალური შენიშვნა მამისაგან და არაერთხელ დაუქვეითებიათ წოდება სხვადასხვა დანაშაულის გამო (მაგ: ომის დროს ვასილიმ მოაწყო თევზაობა ავიაციური რეაქტიული რაკეტებით, რის გამოც დაიღუპა მისი პოლკის ინჟინერი, ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი დაიჭრა და სამუდამოდ დაკარგა ფრენის საშუალება).[4]

მთლიანობაში ომის დროს განახორციელა 26 საბრძოლო გაფრენა; ერთი მონაცემებით ჩამოაგდო ხუთი გერმანული თვითმფრინავი,[5] მეორე მონაცემებით სამი, მესამეს თანახმად კი 2 პირადად და 3 ჯგუფში. დაჯილდოვდა ალექსანდრე ნევსკის, სუვოროვის მეორე ხარისხის და წითელი დროშის ორდენით.

სამსახური ომის შემდეგ

რედაქტირება

1946 წელს იყო 286-ე გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის სარდალი, 1946 წლიდან კი პირველი გვარდიული გამანადგურებელი საავიაციო კორპუსის სარდალი (კორპუსი შედიოდა სძჯგ-ში). 1947 წელს გადმოიყვანეს მოსკოვში მოსკოვის საჰაერო ძალების სარდლის დამხმარედ, ხოლო 1948 წლიდან გახდა მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების სარდალი.

მისი ბრძანებით 1950-იანების დასაწყისში მოსკოვის ლენინგრადულ რაიონში აშენდა სპორტული ცენტრი და სასტუმრო „საბჭოთა“ (რუს. Советская). ვასილი ამ სასტუმროში ცხოვრობდა. აპარტამენტები № 301 მის პატივსაცემად არის დარქმეული.[6]

ცნობილია როგორც სპორტის მოყვარული, მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების ჰოკეის და ფეხბურთის გუნდების შემქმნელი, სადაც სხვა გუნდების ძლიერი სპორტსმენები გადაჰყავდა.

იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ

რედაქტირება

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1953 წლის 5 მარტს, სსრკ-ს თავდაცვის მინისტრმა ნიკოლაი ბულგანინმა მას მოსკოვიდან წასვლა და სხვა ოლქის სარდლობა უბრძანა. ვასილი სტალინმა ბრძანება არ შეასრულა, რის გამოც 26 მარტს იქნა განთავისუფლებული სამხედრო ფორმის ტარების უფლების გარეშე.

დაპატიმრებული იქნა 1953 წლის 28 აპრილს. წამოყენებული ბრალდებები აღიარა. მის საქმეს 2,5 წელი იძიებდნენ. ვასილის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის და ძალაუფლების გადამეტებისთვის.

დანაშაულს იხდიდა ვლადიმირსკის ცენტრალში, სადაც დაავადდა და ფაქტობრივად დაინვალიდდა. დოკუმენტებით ის ვასილი პავლოვიჩ ვასილიევი იყო. მან არაერთხელ მიწერა წერილი ნიკიტა ხრუშჩოვს და სხვა პარტიულ ჩინოვნიკებს,.[7] მაგრამ პასუხი არ მიუღია.

1960 წლის 9 იანვარს ციხიდან დროზე ადრე გაანთავისუფლეს, შეხვდა ნიკიტა ხრუშოვს. 21 იანვარს თავდაცვის მინისტრმა შეცვალა 1953 წლის ბრძანება. რედაქტირების შემდეგ, დოკუმენტში ეწერა, რომ ვასილი თავისით განთავისუფლდა არმიიდან და მას პენსიაც კი დაენიშნა.

ვასილი სტალინი გარდაიცვალა 1962 წლის 19 მარტს, ექიმების დასკვნის მიხედვით, ალკოჰოლით მოწამვლის გამო. დაკრძალულია არსკის სასაფლაოზე, ყაზანში.

2002 წლის 20 ნოემბერს მისი ნეშტი გადაასვენეს ტროეკუროვის სასაფლაოზე ქალაქ მოსკოვში[8], მისი უკანასკნელი მეუღლის მარია იგნატიევას გვერდით[9].

1999 წლის 30 სექტემბერს, სასამართლოს და საგამოძიებო მასალების შესწავლის შემდეგ, მთავარმა სამხედრო პროკურატურამ გააუქმა სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენი და მოუხსნა ვასილი სტალინს ყველა პოლიტიკური ბრალდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Коллектив авторов. Великая Отечественная: Комдивы. Военный биографический словарь / В. П. Горемыкин. — М.: Кучково поле, 2014. — Т. 2. — С. 829 - 831. — 1000 экз. — ISBN 978-5-9950-0341-0.
  • Полянский В. «10 лет с Василием Сталиным». Т.: Викант, 1995. 156 с., ISBN 5-900886-01-8.
  • Зенкович Н. А. «Тайны ушедшего века. Лжесвидетельства. Фальсификации. Компромат». М.: Олма-Пресс, 2004. 672 с. 3000 экз., ISBN 5-224-04540-1
  • Артём Сергеев, Екатерина Глушик. Беседы о Сталине. — М.: Крымский мост-9Д, 2006. — 192 с. — (Сталин: Первоисточники). — 5000 экз. — ISBN 5-89747-067-7.
  • Артём Сергеев, Екатерина Глушик. Как жил, работал и воспитывал детей И. В. Сталин. Свидетельства очевидца. — М.: Крымский мост-9Д, НТЦ "Форум", 2011. — 288 с. — (Сталин: Первоисточники). — 2000 экз. — ISBN 978-5-89747-062-4.
  • Аллилуев В. С. «Хроника одной семьи: Аллилуевы-Сталин». М.: «Молодая гвардия», 2002. 338 с. 5000 экз., ISBN 5-235-02245-9
  • Соколов Б. В. "Василий Сталин. Сын «отца народов». М.: АСТ-ПРЕСС КНИГА, 2004. 368 с.: 8 л. ил. — (Историческое расследование). 7000 экз., ISBN 5-462-00126-6
  • Сухомлинов А. В. "Василий, сын вождя. — М.: Коллекция «Совершенно секретно», 2001. — 416 с., 24 л. ил. на вкл. 5000 экз., ISBN 5-89048-089-8
  • Смыслов О. С. «Василий Сталин. Заложник имени». — М.: Вече, 2003. — 464 с., илл. (16 с.) (Досье без ретуши). 7000 экз., ISBN 5-94538-329-5
  • Грибанов С. В. «Царевич Сталин». М.: Гиндукуш, 1992. 32 с., Серия «Тайны Кремлёвского двора», вып. 1. 100 000 экз., ISBN 5-85850-005-6
  • Володарский Э. Я. «Василий Сталин, сын вождя». М.: ПРОЗАиК, 2012. — 320 с. 5000 экз., ISBN 978-5-91631-173-0.
  • Кеворков В.. «Исповедь перед казнью». — М.: Совершенно секретно, 2006. — 255 с. — 2000 экз. — ISBN 5-89048-159-2.
  • Микоян С. А. Мы — дети войны. — М.: Яуза, Эксмо, 2006, ISBN 5-699-18874-6.
  • Капитолина Васильева «Сын за отца не в ответе». Беседа с женой Василия Сталина//беседовал Сергей Рыков

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 „100 великих тайн советской эпохи“. В послевоенное время. Последний вираж лётчика Сталина, стр. 340—343 ISBN 978-5-9533-6008-1
  2. Василий Иосифович Сталин
  3. С. И. Аллилуева, Двадцать писем к другу: „Он был потрясен этим [письмом] и разгневан и, когда пришёл прощаться на гражданскую панихиду, то, подойдя на минуту к гробу, вдруг оттолкнул его от себя руками и, повернувшись, ушёл прочь. И на похороны он не пошёл“.
  4. Социализм с человеческим отцом (Журнал «Коммерсантъ Власть», № 31 (735), 13.08.2007) // kommersant.ru
  5. Артём Сергеев. Беседы о Сталине
  6. История отеля «Советский». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-21. ციტირების თარიღი: 2018-07-24.
  7. Секретный узник - Зенькович Н. А. З 567 Тайны ушедшего века. Лжесвидетельства. Фальсификации. Компромат. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2018-07-24.
  8. Сталин (Джугашвили) Василий Иосифович // tatar.museum.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-13. ციტირების თარიღი: 2016-07-04.
  9. ვასილი სტალინის ყველა ქალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-01. ციტირების თარიღი: 2016-07-04.