ტროცკიზმიმარქსისტული თეორია ლ. ტროცკის ინტერპრეტაციით. ის თავს ორთოდოქს მარქსისტად მიიჩნევდა.

ტროცკი 1900 წელს, ციმბირში გადასახლების დროს

ლევ ტროცკი ამ თეორიით მხარს უჭერდა რუსეთის ავანგარდულ პროლეტარიატულ პარტიას, რომელიც გულისხმობდა ინტერნაციონალიზმისა და პროლეტარიატის შეუზღუდავ მმართველობას მუშათა კლასის ემანსიპაციით და დემოკრატიის გაძლიერებით. ტროცკისტები მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ იოსებ სტალინის სოციალისტურ თეორიასა და ბიუროკრატიულ მმართველობას საბჭოთა კავშირის შემადგენელ ქვეყნებში.

ტროცკიზმმა ვერ პოვა პრაქტიკული განვითარება. ლევ ტროცკი 1929 წლის თებერვალში გადაასახლეს საბჭოთა კავშირიდან, თუმცა მას არ შეუწყვეტია იდეოლოგიური ბრძოლა და სიცოცხლის განმავლობაში მუდმივად აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირის მმართველობას. სწორედ ასეთი ქმედებების გამო ესპანელმა რამონ მარკადერმა სტალინის დაკვეთით 1940 წლის 20 აგვისტოს წერაქვით სასიკვდილოთ დაჭრა ლევ ტროცკი, ეს უკანასკნელი კი შემდეგ დღეს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტროცკისტული იდეოლოგიის მიმდევრებიც იდევნებოდნენ და იხვრიტებოდნენ, რის შედეგადაც თეორია მხოლოდ თეორიად დარჩა, ხოლო მთავარი მიზანი, რომელიც სტალინის ბოუროკრატიული მმართველობის დამხობას გულისხმობდა — მიუღწეველი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alex Callinicos. Trotskyism (Concepts in Social Thought) University of Minnesota Press, 1990.
  • Belden Fields. Trotskyism and Maoism: Theory and Practice in France and the United States Praeger Publishers, 1989.
  • Alfred Rosmer. Trotsky and the Origins of Trotskyism. Republished by Francis Boutle Publishers, now out of print.
  • Cliff Slaughter. Trotskyism Versus Revisionism: A Documentary History (multivolume work, now out of print)