საიმონ სებაგ-მონტეფიორე

საიმონ სებაგ-მონტეფიორე (ინგლ. Simon Sebag Montefiore; დ. 27 ივნისი 1965, ლონდონი) — ინგლისელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და მწერალი. რუსეთის ისტორიის სპეციალისტი.

საიმონ სებაგ-მონტეფიორე
დაბადების თარიღი 27 ივნისი, 1965(1965-06-27)[1] (59 წლის)
დაბადების ადგილი ლონდონი
საქმიანობა ჟურნალისტი, ისტორიკოსი, მწერალი და ბიოგრაფი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ჰეროუს სკოლა, გონვილი და კაიუსის კოლეჯი და Ludgrove School
ჯილდოები ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი და Grand prix de la biographie politique[2]
მეუღლე Santa Montefiore
შვილ(ებ)ი Lily Sebag-Montefiore[3] და Sasha Sebag-Montefiore[3]
საიტი simonsebagmontefiore.com

საიმონ სებაგ მონტეფიორე დაიბადა ლონდონში. მამამისი ფსიქოთერაპევტი სტივენ ერიკ სებაგ მონტეფიორე (1926–2014) იყო ბანკირ სერ ჯოზეფ სებაგ-მონტეფიორეს შვილთაშვილი. სერ ჯოზეფი მდიდარი მეცენატის — სერ მოსე მონტეფიორეს ძმისშვილი და მემკვიდრე იყო.[4]

საიმონის დედა - ფილის ეიპრილ იაფე (1927–2019) იყო იაფეს ოჯახის ლიტვური შტოდან. ფილისის მშობლები რუსეთის იმპერიიდან მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიქცნენ. საიმონის ძმა არის მწერალი ნიკოლას ჰიუ სებაგ-მონტეფიორე.

საიმონ სებაგ-მონტეფიორემ განათლება ჯერ ჰეროუს და ლადგროვის სკოლებში მიიღო, შემდეგ კი კემბრიჯის უნივერსიტეტის გონვილისა და კაიუსის კოლეჯში.[5]

1990-იან წლებში, როგორც ჟურნალისტი, ბევრს მოგზაურობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

მისი წიგნები მსოფლიო ბესტსელერები გახდა და 34 ენაზეა დამოცემული.

2000 წელს გამოსული მისი ისტორიული წიგნი, „ეკატერინე დიდი და პოტიომკინი“, სამუელ ჯონსონის, დუფ კუპერის და მარშ ბიოგრაფის პრემიებზე იყო წარდგენილი.

2004 წელს „სტალინი: წითელი მეფის კარი“, ინგლისში წლის საუკეთესო ისტორიული წიგნის პრემიის მფლობელი გახდა.

2007 წელს გამოვიდა „ახალგაზრდა სტალინი“, რომელშიც ბელადის ახალგაზრდობა არის აღწერილი. ამ წიგნმა, როგორც საუკეთესო დოკუმეტურმა პროზამ, ბრიტანეთის ლიტერატურული პრემია, „კოსტა“ დაიმსახურა. მასვე გადაეცა საუკეთესო ბიოგრაფიული ნაწარმოებისთვის განკუთვნილი პრემია, „ლა ტაიმსი“ და საუკეთესო პოლიტიკური ლიტერატურისთვის განკუთვნილი ბრუნო კრეისკის პრემია.

დღეისთვის „ახალგაზრდა სტალინის“ ეკრანიზაციაზე მუშაობს „მირამაქს ფილმზი“ და „რაბი ფილმზი“, რომლებმაც ნაწარმოებზე საავტორო უფლება შეიძინეს.

მისი წიგნი „იერუსალიმი: ბიოგრაფია“ იყო Sunday Times-ის ნომერ პირველი არამხატვრული და გლობალური ბესტსელერი. მოიგო წლის ებრაული წიგნის ჯილდო, რომელსაც გასცემს ებრაული წიგნის საბჭო.[6][7] ასევე მოიპოვა ჩინეთის პრესტიჟული ლიტერატურული პრემია — ვენძინის წიგნის პრემია, რომელიც გაიცემა ჩინეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ.[8] მისი უახლესი ისტორიული ჟანრის წიგნია „მსოფლიო: კაცობრიობის საოჯახო ისტორია“ (2022).

მონტეფიორე ასევე ავტორია რომანებისა „ერთი ღამე ზამთარში“ და „საშენკა“. „ერთი ღამე ზამთარში“ წლის პოლიტიკური რომანის პრემიის მფლობელი გახდა[9] და წარდგენილი იყო ორუელის პრემიაზე.[10] საიმონი არის ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი და ბაკინგემის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მოწვეული პროფესორი.

ამჟამად სებაგ-მონტეფიორე ცხოვრობს ლონდონში მეუღლესთან, სანტა მონტეფიორესა და ორ შვილთან ერთად.[11] წყვილი მეგობრობს მეფე მეფე ჩარლზთან და დედოფალ კამილასთან.[12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  3. 3.0 3.1 Lundy D. R. The Peerage
  4. Obituary, BJPsych Bulletin, Royal College of Psychiatrists, "Stephen Sebag-Montefiore Doctor and psychotherapist"
  5. „Simon Sebag Montefiore“. BBC News. Newsnight Review. 18 July 2008. ციტირების თარიღი: 4 May 2009.
  6. NJBA Winners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 January 2016
  7. Past Winners en. ციტირების თარიღი: 2020-01-20
  8. Simon Sebag Montefiore wins the the[sic 10th Wenjin Book Prize] en. ციტირების თარიღი: 2023-08-01
  9. Thrift, Sarah. (19 March 2014) Political Book Awards winners announced. Politicos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 25 January 2016
  10. The Orwell Prize long list. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 25 January 2016
  11. „Simon Sebag Montefiore“. BBC News. Newsnight Review. 18 July 2008. ციტირების თარიღი: 4 May 2009.
  12. Among friends: Inside the new King and Queen Consort's inner circle (15 September 2022). ციტირების თარიღი: 15 October 2022