ტამპერე
ტამპერე (ფინ. Tampere, შვედ. Tammerfors) — ქალაქი სამხრეთ ფინეთში. ქალაქში ცხოვრობს 211,691 კაცი, ხოლო მის აგლომერაციაში 340,000 კაცი. ტამპერეს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ფინეთში მესამე ადგილი უკავია, ის ჩამორჩება მხოლოდ დიდ ჰელსინკისა და ესპოოს. 2007 წელს პირკანმას რეგიონში ცხოვრობდა 470,000 ადამიანი, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სწორედ ტამპერზე მოდის.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტამპერე Tampere / Tammerfors | |||||
| |||||
ქვეყანა | ფინეთი | ||||
რეგიონი | დასავლეთი ფინეთი | ||||
პროვინცია | პირკანმა | ||||
კოორდინატები | 61°30′00″ ჩ. გ. 23°45′00″ ა. გ. / 61.50000° ჩ. გ. 23.75000° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ტიმო ნიენიმენი | ||||
დაარსდა | 1775 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1779 | ||||
ფართობი | 687.9 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ფინური ენა[1] [2] | ||||
მოსახლეობა | 211,691 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 403.2 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
საფოსტო ინდექსი | 33100–33900 | ||||
ოფიციალური საიტი | tampere.fi | ||||
ოფიციალური ენები | ფინური, შვედური | ||||
ტამპერე მდებარეობს ნიასიარვისა და პიუხიარვის ტბებს შორის. დასახლებული პუნქტის საშუალო სიმაღლე შეადგენს 18 მეტრს. ქალაქში მიედინება მდინარე ტამერკოსკი, რომელიც მას ორ ნაწილად ჰყოფს. მდინარის სიგრძე 945 მეტრს შეადგენს, დინება საკმაოდ სწრაფია, სწორედ ამიტომ ის გამოიყენება ელექტროენერგიის მისაღებად.
ისტორია
რედაქტირება1775 წელს შვედეთის მეფის გუსტავ III-ის ბრძანებით მდინარე ტამერკოსკის ნაპირებზე, სავაჭრო მიზნებისთვის დაარსდა პატარა დასახლება. თუმცა ოთხი წლის შემდეგ, 1779 წელს დაბა გახდა ქალაქი. თავდაპირველად ტამპერეს ფართობი რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.
ფინეთის დიდი საჰერცოგო
რედაქტირებაXIX საუკუნეში ტამპერე უკვე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრი გახდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, აქ იწარმოებოდა ფინური სამრეწველო პროდუქციის თითქმის ნახევარი. სწორედ ამიტომ ამ დასახლებულ პუნქტს უწოდეს „ჩრდილოეთი მანჩესტერი“.
ტამპერეს ფართობი სულ უფრო იზრდებოდა, მის შემადგენლობაში შევიდა მეზობელი პატარა დასახლებული პუნქტები.
1905 წლის დეკემბერში, აქ გაიმართა პირველი ბოლშევიკური კონფერენცია, სწორედ აქ პირველად ერთმანეთს შეხვდნენ ლენინი და სტალინი.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- ბრაშოვი, რუმინეთი
- ჰემნიცი, გერმანია
- ესენი, გერმანია[3]
- კაუნასი, ლიეტუვა
- კიევი, უკრაინა
- კლაქსვიკი, ფარერის კუნძულები
- კუპავოგური, ისლანდია
- ლინცი, ავსტრია
- ლოძი, პოლონეთი (1996 წლიდან)[4]
- მიშკოლცი, უნგრეთი
- ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი
- ნორჩეპინგი, შვედეთი
- ოდენსე, დანია
- ოლომოუცი, ჩეხეთი
- სასკატუნი, კანადა
- სირაკიუსი, აშშ
- ტარტუ, ესტონეთი
- ტრონჰეიმი, ნორვეგია (1946 წლიდან)[5]
- გუანჯოუ, ჩინეთი[6]
- მვანზა, ტანზანია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქალაქის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2017-08-14 საიტზე Wayback Machine.
- ტამპერეს რუკა დაარქივებული 2014-08-11 საიტზე Wayback Machine.
- Tammerkoski Heritage დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.stat.fi/meta/luokitukset/kunta/001-2012/luokitusavain_ks.html
- ↑ Kuntien ja kielisuhdeluokituksen 2024 välinen luokitusavain, Klassificeringsnyckeln mellan kommuner och språklig indelning år 2024, The correspondence table between municipalities and language distribution in 2024 — Statistics Finland, 2024.
- ↑ List of Twin Towns in the Ruhr Destrict. © 2009 Twins2010.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-28. ციტირების თარიღი: 2009-10-28.
- ↑ Twin Cities. The City of Łódź Office. (in English) © 2007 UMŁ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-09. ციტირების თარიღი: 2008-10-23.
- ↑ Trondheims offisielle nettsted - Vennskapsbyer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-21. ციტირების თარიღი: 2010-06-29.
- ↑ Sister Cities of Guangzhou. Guangzhou Foreign Affairs Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2010-02-10.