მვანზა (ინგლ. Mwanza) — ქალაქი ტანზანიაში, მვანზის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მას ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დარ-ეს-სალამის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. 2012 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 706 453 ადამიანს[1]. ქალაქი მდებარეობს სუკუმას ხალხით დასახლებულ ტერიტორიაზე.

ქალაქი
მვანზა
ინგლ. Mwanza

მვანზის ცენტრალური, საქმიანი რაიონის ხედი
ქვეყანა ტანზანიის დროშა ტანზანია
ოლქი მვანზის ოლქი
კოორდინატები 2°31′00″ ს. გ. 32°54′00″ ა. გ. / 2.51667° ს. გ. 32.90000° ა. გ. / -2.51667; 32.90000
ქალაქის მერი უილსონ კაბვე
დაარსდა 1892
ცენტრის სიმაღლე 1140
მოსახლეობა 706 453 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+3
მვანზა — ტანზანია
მვანზა

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მვანზა მდებარეობს ვიქტორიის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, მვანზის ყურის (Mwanza Gulf) აღმოსავლეთის სანაპიროზე.

ქალაქის კლიმატი — სუბეკვატორიალურია. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მოდის ხანმოკლე წვიმები. მარტიდან მაისის ჩათვლით — ხანგრძლივი. იანვრიდან თებერვლის ჩათვლით ქალაქში დგება გვალვიანი პერიოდი. ოლქის ტერიტორიაზე მოსული ნალექების წლის საშუალო რაოდენობა — 930 მმ-დან სამხრეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში 1200 მმ-მდე უკერევეს კუნძულებზე. ჰაერის ტემპერატურაზე გავლენას ახდენს ვიქტორიის ტბის სიახლოვე — ის მერყეობს 25 °C-დან 28 °C-მდე. სექტემბრიდან დეკემბრამდე ის აღწევს თავის მაქსიმუმს — 29 °C-ს. ივნისიდან აგვისტომდე — 11-20 °C-ს.

ქალაქი მვანზა 1892 წელს დააარსა გერმანიის კოლონიალურმა ხელისუფლებამ. 1916 წელს ის დაიკავა დიდმა ბრიტანეთმა. ХХ საუკუნის 20-იან წლებში ქალაქის რაიონში აღმოაჩინეს ოქროს საბადოები, 1928 წელს ქალაქ ტაბორადან მვანზაში შევიდა სარკინიგზო ხაზი. 1978 წელს მეორე უგანდა-ტანზანიის ომის დროს ქალაქი იბომბებოდა უგანდის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ.

ეკონომიკა

რედაქტირება

მვანზა დიდი პორტია ვიქტორიას ტბაზე, ასევე საერთაშორისო აეროპორტი და სარკინიგზო კვანძია. მვანზის შემოგარენში მდებარეობს ბამბის დიდი პლანტაციები, ქალაქის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს თევზჭერა ვიქტორიას ტბაზე. ხორციელდება საბორნე კავშირი ტანზანიის მუსომას და ბუკობას პორტებთან, ასევე კენიასთან და უგანდასთან.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება