ოლომოუცი
ოლომოუცი (ჩეხ. Olomouc) — ქალაქი ჩეხეთში, ჩრდილოეთ მორავიის ოლქში, მდინარე მორავის ნაპირზე. 102,4 ათასი მცხოვრები (1981). სატრანსპორტო კვანძი. ხელოსნობის ძველი ცენტრი, ამჟამად მნიშვნელოვანი სამრეწველო ქალაქი. სამსხმელო, მანქანათსაშენი, ქიმიური, კვების მრეწველობის საწარმოები, საშენ მასალათა მრეწველობა. უნივერსიტეტი. ოლომოუცი ჩეხეთის ქალაქ-ნაკრძალია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 522.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: