მორავა (ჩეხეთი)
მორავა (ჩეხ. Morava; გერმ. March; უნგრ. Morva) — მდინარე ცენტრალურ ევროპაში, მორავიის ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე. სათავეს იღებს ჩეხეთისა და პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს, პარადუბიცეს მხარეში, კრალიცკი-სნეჟნიკის მთებში და შემდეგ სამხრეთის მიმართულებით მიედინება. მდინარის ქვემოწელზე გაივლის სახელმწიფო საზღვარი ჩეხეთსა და სლოვაკეთს, ასევე ავსტრიასა და სლოვაკეთს შორის.
მორავა | |
---|---|
ქვეყანა |
ჩეხეთი სლოვაკეთი ავსტრია |
ქალაქები |
ოლომოუცი ბრატისლავა. |
სათავე |
კრალიცკი-სნეჟნიკის მთები 50°12′18″ ჩ. გ. 16°50′57″ ა. გ. / 50.20500° ჩ. გ. 16.84917° ა. გ. |
სიგრძე | 354 კმ |
აუზის ფართობი | 26 600 კმ² |
მორავა ვიკისაწყობში |
მორავაზე გაშენებული მნიშვნელოვანი ქალაქებია ოლომოუცი (ჩეხეთი) და სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა. სათავიდან დაახლოებით 354 კმ დინების შემდეგ, სლოვაკეთში, ქალაქ დევინის სიახლოვეს დუნაის ერწყმის. მორავა ევროპის მდინარეებს შორის არადამახასიათებელი შავი წყლით გამოირჩევა.
მდინარის მთავარი შენაკადია დიე, რომელიც მას ქვემო ავსტრიისა და მორავიის საზღვართან უერთდება.
გალერეა
რედაქტირება-
მორავის სათავე
-
ადიდებული მორავა ბრატისლავის სიახლოვეს
-
დიე — მორავის მთავარი შენაკადი
-
დატბორილი ტყე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: