კლაქსვიკი (დან. Klaksvig) — მეორე უდიდესი ქალაქი ფარერის კუნუძულებზე, ქალაქი მდებარეობს კუნძულ ბოროიზე, რომელიც შედის ნოროიარის კუნძულების ჯგუფში.

ქალაქი
კლაქსვიკი
Klaksvík
ქვეყანა ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები
კუნძული ბოროი
კოორდინატები 62°13′26″ ჩ. გ. 6°34′43″ დ. გ. / 62.22389° ჩ. გ. 6.57861° დ. გ. / 62.22389; -6.57861
მოსახლეობა 4,645 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 403.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
საფოსტო ინდექსი FO 700
ოფიციალური საიტი klaksvik.fo
კლაქსვიკი — ფარერის კუნძულები
კლაქსვიკი

ამ ადგილზე პირველი დასახლება ჯერ კიდევ ვიკინგთა შემოსევების დროს ყოფილა, თუმცა მას მნიშვნელოვანი დანიშნულებები არ გააჩნდა.

უკვე მეოცე საუკუნეში აქ შეიქმნა დიდი ფარერული ქალაქი, ამჟამად კლაქსვიკს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნქციები აქვს, მთელს ამ რეგიონში. ვიდრე ქალაქი შეიქმნებოდა, აქ არსებობდა ოთხი პატარა სოფელი, რომლებიც შემდგომ გაერთიანდნენ.

კლაქსვიკი მოქცეულია, ორ პატარა ყურეს შორის. აქ არის ნავსადგური, რომელსაც მნიშვნელოვანი დანიშნულებები გააჩნია. ამ ტერიტორიაზე საკმაოდ არის განვითარებული მეთევზეობა.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება