პრავდა (რუს. Правда — „სიმართლე“) — რუსულენოვანი საბჭოთა კავშირის წამყვანი გაზეთი და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ორგანო 1912-1991 წლებში.

გაზეთის გამოცემა დაიწყო 1912 წელს ვენაში, ავსტრია, და მოსკოვში მხოლოდ 1918 წელს გამოჩნდა. გაზეთი დაიხურა 1991 წელს პრეზიდენტ ელცინის განკარგულებით, თუმცა იგივე დასახელების გაზეთი დღემდე გამოდის რუსეთში, ხოლო Pravda.ru საიტი, დაარსებული გაზეთ პრავდას ყოფილი თანამშრომლების მიერ, ამჟამად ტაბლოიდის სტილის რუსული საინფორმაციო წყაროა. ყოფილი პრავდა დასავლეთში ყველაზე განთქმული მისი ცივი ომისდროინდელი განცხადებებით გახდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება