მილოვან ჯილასი
მილოვან ჯილასი (სერბ. Милован Ђилас;დ. 12 ივნისი, 1911, პოდბიშჩე, ჩერნოგორიის სამეფო — გ. 20 აპრილი 1995, ბელგრადი) — იუგოსლავიის პოლიტიკური მოღვაწე და ლიტერატორი. წარმოშობით ჩერნოგორიელი. იუგოსლავიის საკავშირო ფედერალური სკრუპშჩინის თავმჯდომარე 1953-1954 წლებში.
დაიბადა 1911 წელს. სწავლობდა ლიტერატურასა და სამართალს ბელგრადის უნივერსიტეტში. 1932 წელს გახდა იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის წევრი. მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა პარტიზანულ ბრძოლებში ფაშისტების წინააღმდეგ. 1953-1954 წლებში იყო იუგოსლავიის პარლამენტის თავმჯდომარე. 1956 წელს სააგენტო ფრანს-პრესისათვის მიცემული საჯარო განცხადების შემდეგ, რომელიც გმობდა სსრკ-ის შეჭრას უნგრეთში, დააპატიმრეს და მიუსაჯეს სამი წელი. 1957 წელს ჩამოართვეს სახალხო გმირის ორდენი, რომლითაც 1953 წელს დააჯილდოეს.
ციხეში დაკავებული იყო ლიტერატურული საქმიანობით და თარგმნით. გათავისუფლების შემდეგ საზღვარგარეთ გამოსცა წიგნი „საუბრები სტალინთან“, რომელიც კიდევ ერთი, ამჯერად ხუთწლიანი დაპატიმრების საბაბი გახდა. 1966 წელს მოახდინეს მისი ამნისტია. ამის შემდეგ განაგრძო დისიდენტური მოღვაწეობა.
გარდაიცვალა 1995 წელს.