ჩერნოგორიის სამეფო

ჩერნოგორიის სამეფო (სერბ. Краљевина Црна Гора, Kraljevina Crna Gora) — სახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თანამედროვე მონტენგროს ტერიტორიაზე. სამეფოს დედაქალაქი იყო ცეტინე. სახელმწიფო ფულის ერთეული იყო ჩერნოგორიული პერპერი.

ჩერნოგორიის სამეფო
Краљевина Црна Гора

Flag of Montenegro (people's flag until 1905 Constitution).svg
1910 — 1918 Flag of Serbia (1882–1918).svg
Flag of Montenegro (1905–1918).svg Coat of arms of the Kingdom of Montenegro.svg
დროშა გერბი
Kingdom of Montenegro (1914).svg
ჩერნოგორიის სამეფო 1914 წელს
დედაქალაქი ცეტინე
ენა სერბული
ფულის ერთეული ჩერნოგორიული პერპერი
ფართობი 14 442 კმ² (1912)
მოსახლეობა 500 000 (1914)
მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქია
დინასტია პეტროვიჩები

ჩერნოგორიის სამეფო ჩამოყალიბდა 1910 წლის 28 აგვისტოს, ქალაქ ცეტინეში. მას შემდეგ, რაც მთავარმა ნიკოლა I-მა მიიღო მეფის ტიტული.

პირველი მსოფლიო ომის დროს ჩერნოგორიის სამეფო ანტანტის მხარეს იბრძოდა. 1916-1918 წლებში ოკუპირებული იყო ავსტრია-უნგრეთის ჯარების მიერ. 1917 წლის 20 ივლისს კორფუს დეკლარაციის მიხედვით გამოცხადდა სერბეთისა და ჩერნოგორიის გაერთიანება. 1918 წლის 26 ნოემბერს ჩერნოგორიის სამეფო ოფიციალურად შეუერთდა სერბეთს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება