საბჭოთა ხალხების დეპორტაცია

საბჭოთა ხალხების დეპორტაცია — პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა საბჭოთა კავშირში. დეპორტაციის ძირითადი თავისებურება იყო მისი არასამართლებრივი ხასიათი, კონტინგენურობა, ხალხთა დიდი მასების გადაადგილება გეოგრაფიულად დაშორებულ, მათთვის არაბუნებრივ და ხშირ შემთხვევაში, ყოფა-ცხოვრებისათვის შეუფერებელ, სარისკო გარემოში.

ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ტოტალური დეპორტაცია განიცადა ათმა ხალხმა: კორეელებმა, გერმანელებმა, ფინო-ინგერმანლანდებმა, ყარაჩაელებმა, ყალმუხებმა, ჩეჩნებმა, ინგუშებმა (იხ. ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია), ბალყარელებმა, ყირიმელმა თათრებმა (იხ. ყირიმელი თათრების დეპორტაცია) და ე.წ. თურქმა მესხებმა. მათ შორის შვიდმა - გერმანელებმა, ყარაჩაელებმა, ინგუშებმა, ჩეჩნებმა, ყალმუხებმა, ბალყარებმა და ყირიმელმა თათრებმა დაკარგეს თავისი ეროვნული ავტონომია.

დეპორტაცია შეეხო, აგრეთვე, საბჭოთა მოქალაქეების მრავალ ეთნიკურ, ეთნოკონფესიურ და სოციალურ კატეგორიას: კაზაკებს, სხვადასხვა ეროვნების კულაკებს, პოლონელებს, აზერბაიჯანელებს, ქურთებს, ასირიელებს, ჩინელებს, რუსებს, ირანელებს, ებრაელებს, უკრაინელებს, მოლდაველებს, ლიტველებს, ლატვიელებს, ესტონელებს, ბერძნებს, ბულგარელებს, სომხებს, სომეხ-დაშნაკებს, ხემშინებს, თურქებს, ტაჯიკებს და სხვა.

რსფსრ-ს უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 26 აპრილს მიღებული იქნა კანონი "რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის" შესახებ, რომლის თანახმად, რეპრესირებულად იქნა ცნობილი ხალხები (ერები, ეროვნებები ან ეთნიკური ჯგუფები და სხვა ისტორიულად ცამოყალიბებული კულტურულ-ეთნიკური საზოგადოებები, მაგ: კაზაკობა), რომელთა მიმართებაში ეროვნული ან სხვა ნიშნებით სახელმწიფო დონეზე წარმოებდა სიცრუისა და გენოციდის პოლიტიკა, რასაც თან ახლდა იძულებითი გადასახლებები, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების გაუქმება, ტერიტორიული საზღვრების ცვლილებები, სპეცდასახლებების ადგილებში ტერორისა და ძალადობის რეჟიმების დამყარება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება