მიხეილ ტუხაჩევსკი
მიხეილ ნიკოლოზის ძე ტუხაჩევსკი (რუს. Михаи́л Тухаче́вский; დ. 16 თებერვალი, 1893 — გ. 12 ივნისი, 1937) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე. წითელი არმიის ხელმძღვანელი სამოქალაქო ომის დროს. სამხედრო თეორეტიკოსი. საბჭოთა კავშირის მარშალი (1935). რეპრესირებულია 1937 წელს სამხედროების საქმის გამო. რეაბილიტირებულია 1957 წელს.
მიხეილ ტუხაჩევსკი | |
---|---|
| |
დაბადების თარიღი | 16 თებერვალი, 1893[1] [2] [3] [4] და 4 (16) თებერვალი, 1893[5] |
დაბადების ადგილი | Q558263? |
გარდაცვალების თარიღი | 12 ივნისი, 1937[1] [2] [5] |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[1] [6] [7] [8] |
ჯარის სახეობა | რუსეთის იმპერიის არმია |
წოდება | საბჭოთა კავშირის მარშალი და podporuchik |
მეთაურობდა | წითელი არმია |
ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის სამოქალაქო ომი და პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი |
ჯილდოები | წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, ლენინის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, Order of Saint Stanislaus, წმინდა ვლადიმერის ორდენი, წმინდა ანას ორდენი, წმინდა სტანისლავის ორდენი და რევოლუციის საპატიო იარაღი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა დასავლეთის ფრონტის პირველი გვარდიული დივიზიის შემადგენლობაში. 1915 წელს გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს, გაგზავნეს ინგოლშტადტის ციხეში, სადაც მასთან ერთად იჯდა შარლ დე გოლი. 1917 წლის სექტემბერში ახერხებს გაქცევას და გადადის შვეიცარიაში. იმავე წლის ოქტომბერში ბრუნდება რუსეთში. დაინიშნა ასმეთაურად სემიონოვსკის პოლკში. 1918 წლის გაზაფხულიდან გადადის ბოლშევიკების მხარეს. 1918 წლის ივნისიდან წითელი არმიის ერთ-ერთი მეთაური და არმიების სარდალია. თავდაპირველად იყო ფორმირების პროცესში მყოფი აღმოსავლეთის ფრონტის პირველი არმიის სარდალი. 1918 წლის დეკემბერში სამხრეთის ფრონტის სარდლის თანაშემწე. 1919 წლის 24 იანვრიდან 15 მარტამდე სამხრეთის ფრონტის მე-8 არმიის სარდალი, შემდეგ 1919 წლის 5 აპრილიდან აღმოსავლეთის ფრონტის მე-5 არმიის სარდალი. 1919 წლის ბოლოს კოლჩაკის წინააღმდეგ მებრძოლი აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი. 1920 წლის 4 თებერვლიდან კავკასიის ფრონტის სარდალი, ხოლო ამავე წლის აპრილიდან პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის დასავლეთის ფრონტის სარდალი. მისი ზედმეტად ტავდაჯერებული გადაწყვეტილებების გამო 1920 წლის შემოდგომაზე ეს ომი წითელი არმიის სრული კატასტროფით დასრულდა. 1921 წლის 25 ივლისს ინიშნება წითელი არმიის სამხედრო აკადემიის უფროსად. 1924 წლიდან წითელი არმიის შტაბის უფროსის, მიხეილ ფრუნზეს მოადგილეა, ხოლო ფრუნზეს გარდაცვალების შემდეგ შტაბის უფროსად ინიშნება. 1926 წლის 26 დეკემბრიდან სსრკ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალო კომისრის მოადგილეა, 1931 წლიდან ლენინგრადის სამხედრო ოლქის სარდალი. 1935 წელს წითელი არმიის ოთხ სხვა მეთაურთან (კლიმენტ ვოროშილოვი, სემიონ ბუდიონი, ალექსანდრ ეგოროვი, ვასილი ბლიუხერი) ერთად იღებს სსრკ-ს უმაღლეს სამხედრო წოდებას საბჭოთა კავშირის მარშალი. ხდება ამ ტიტულის მატარებელი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი. 1936 წელს ინიშნება სამხედრო საქმეთა სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ. იმავე წლის 22 მაისს დააპატიმრეს ჯაშუშობისა და ხელისუფლების შეიარაღებული გზით ჩამოგდების მცდელობის ბრალდებით. წითელი არმიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დახვრიტეს 1937 წლის 12 ივნისს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Соколов Б. В. Тухачевский: Жизнь и смерть красного маршала
- Арзаканян М. Ц. Шарль де Голль и Михаил Тухачевский // Вопросы истории. 2008. № 3. — «Август 1914-го…» Сайт Юрия Бахурина დაარქივებული 2011-05-04 საიტზე Wayback Machine.
- Краснояров В. А. «Ликвидатор Тухачевский М. Н. Бумеранг возвращается.» დაარქივებული 2014-10-31 საიტზე Wayback Machine.
- М. Н. Тухачевский. Персональный сайт
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118763091 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 5.0 5.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ http://www.history.army.mil/books/OpArt/russia2.htm
- ↑ http://www.dtic.mil/cgi-bin/GetTRDoc?AD=ADA195053
- ↑ http://www.au.af.mil/au/awc/awcgate/fmso/kipp.htm