ალექსანდრე ეგოროვი
ალექსანდრე ილიას ძე ეგოროვი (რუს. Алекса́ндр Ильи́ч Его́ров დ. 25 ოქტომბერი [ძვ. სტ. 13 ოქტომბერი] , 1883 — გ. 23 თებერვალი, 1939) — რუსი სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი.
ალექსანდრე ეგოროვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 (25) ოქტომბერი, 1883[1] |
დაბადების ადგილი | Buzuluk |
გარდაცვალების თარიღი | 23 თებერვალი, 1939[2] |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
ჯარის სახეობა | ქვეითი ჯარი და Soviet Ground Forces |
წოდება | საბჭოთა კავშირის მარშალი და პოლკოვნიკი |
ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის სამოქალაქო ომი და პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი |
ჯილდოები | წითელი დროშის ორდენი, Order of Saint Stanislaus, 2nd class with swords, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, რევოლუციის საპატიო იარაღი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Q4240304?, Medal In memory of 1812 year war, Medal "In memory of the 300th anniversary of Romanov dynasty", Order of St. Anna 2nd class with swords, Order of St. Anne 3rd class with swords and bow, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, Order of Saint Vladimir 4th class with swords and bow, წმინდა ვლადიმერის ორდენი, წმინდა ანას ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1902–1905 წლებში სწავლობდა ყაზანის ქვეითთა სასწავლებელში. 1905 წელს პოდპორუჩიკის ჩინით სამხედრო სამსახურს იწყებს ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკში. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1916 წლიდან სამსახურს აგრძელებს თბილისში. მსახურობს დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლაევიჩის თბილისის სასწავლებლის მასწავლებლად. 21 აგვისტოს ინიშნება კავკასიის მე-2 საკავალერიო კორპუსის შტაბში, შემდეგ ბატალიონის მეთაურია, 1917 წლის დასაწყისიდან პოლკოვნიკი და 132-ე ქვეითი პოლკის მეთაური. თებერვლის რევოლუციის შემდეგ გახდაესერების პარტიის წევრი. 1917 წლის დეკემბრიდან წითელი არმიის შემადგენლობაშია. 1918 წლის აგვისტოდან რუსეთის სამოქალაქო ომში წითელი არმიის სხვადასხვა შენაერთების, არმიების და ფრონტების სარდალია. 1921 წლის სექტემბრიდან 1922 წლის იანვრამდე დასავლეთის ფრონტის სარდალია, 1922 წლის თებერვლიდან 1924 წლის მაისამდე კავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდალი. სამოქალაქო ომის შემდეგ ინიშნება კიევისა და პეტროგრაფიის სამხედრო ოლქების სარდლად. 1931–1935 წლებში წითელი არმიის შტაბის უფროსია. 1935 წლის სექტემბრიდან 1937 წლის მაისამდე წითელი არმიის გენერალური შტაბის უფროსია. 1935 წელს ენიჭება საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება. 1937 წლის 11 მაისიდან სსრკ-ის სამხედრო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეა. 1938 წლის იანვარში დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლად. იმავე წლის 27 მარტს დააპატიმრეს. 1939 წლის 22 თებერვალს უმაღლესი სასამართლოს მიერ ჯაშუშობის ბრალდების გამო მიესაჯა დახვრეტა. დახვრიტეს 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Conquest, Robert (2008). The Great Terror: A Reassessment, 40th Anniversary, Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-531699-5.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 24.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Library of Congress Authorities — Library of Congress.