საბჭოთა კავშირის მარშალი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|საბჭოთა კავშირის მარშალი}} |
საბჭოთა კავშირის მარშალი (რუს. Ма́ршал Сове́тского Сою́за), სამხედრო წოდება საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. შემოღებულია სსრკ ცაკისა და სახკომსაბჭოს 1935 წლის 22 სექტემბრის დადგენილებით. პერსონალურად ანიჭებდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ჯარების ხელმძღვანელობის საქმეში დიდი დამსახურებისათვის.
1945 წლამდე ითვლებოდა უმაღლეს სამხედრო წოდებად, სანამ შემოღებულ არ იქნა საბჭოთა კავშირის გენერალსიმუსის სამხედრო წოდება. 1953 წლიდან, ერთადერთი გენერალსიმუსის იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, დე-ფაქტო უმაღლესი სამხედრო წოდება იყო.
1935-1991 წლებში „საბჭოთა კავშირის მარშალის“ წოდება მიენიჭა სულ 41 პიროვნებას. აქედან 36 – პროფესიული სამხედრო პირი, 4 – ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, რომელთაც ეკავათ სამხედრო პოსტები (სტალინი, ბერია, ბულგანინი და ბრეჟნევი), „პოლიტიკურ მარშალად“ შეითლება ჩაითვალოს დ.ფ. უსტინოვიც.
სამხედრო-საზღვაო ფლოტში საბჭოთა კავშირის მარშალის წოდებას შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი. 1993 წლიდან რუსეთის ფედერაციაში შემოღებულია რუსეთის ფედერაციის მარშალის სამხედრო წოდება.