ფილიპ გოლიკოვი
ფილიპ გოლიკოვი (დ. 17 ივლისი, 1900 ― გ. 29 ივლისი, 1980) — რუსი სამხედრო მოვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (1961).
ბიოგრაფიარედაქტირება
იყო რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე. დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1933 წელს. 1939 წელს იყო მე-6 არმიის სარდალი. 1940 წლის ივლისიდან იყო გენშტაბის უფროსის მოადგილე. დიდ სამამულო ომში სარდლობდა მე-10 არმიას, მე-4 დამრტყმელ არმიას, ბრიანსკის და ვორონეჟის ფრონტების ჯარებს. მონაწილეობდა მოსკოვის და სტალინგრადის ბრძოლებში. 1943 წლიდან იყო სამეთაურო პოზიციებზე. 1956–1958 წლებში იყო ჯავშანსატანკო ჯარების სამხედრო აკადემიის უფროსი.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 208-209.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ფილიპ გოლიკოვი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ფილიპ გოლიკოვი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)